ფუროსემიდი ხსნარი საინექციო 1% 2მლ ამპულა #10
ფუროსემიდი ხსნარი საინექციო 1% 2მლ ამპულა  #10

ფუროსემიდი ხსნარი საინექციო 1% 2მლ ამპულა #10

საქართველო

ბიოფარმი ს/ს
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Furosemidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.

ჩვენებები:
შეშუპების სინდრომი: გულის უკმარისობის II - III სტადია, ღვიძლის ცეროზი, თირკმლის დაავადებები; მარცხენა პარკუჭოვანი მწვავე უკმარისობა (ფილტვების შეშუპება); ჰიპერტონული კრიზი; ფორსირებული დიურეზის ჩატარება თირკმლებიდან უცველელი ფორმით გამოყოფადი ქიმიური ნაერთებით მოწამლის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები. პრეპარატის პარენტერალური მიღება მიზანშეწონილა ურგენტულ სიტუაციებში ან მკვეთრად გამოხატული შეშუპების სინდრომის ფონზე.
შეშუპების სინდრომი: საწყისი დოზა 2-4 მლ პრეპარატი (20-40მგ) ინტრავენურად, შეჰყავთ ნელა, 1-2 წთ განმავლობაში. დიურეტული ეფექტის არ მიღწევის შემთხვევაში დამატებით 2მლ (20მგ) პრეპარატი დამატებით ყოველი 2 სთ შემდეგ ადეკვატული დიურეზის მიღწევამდე. საშუალო დღეღამური დოზა 0,5-1,5 მგ/კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 150მგ. მაქსიმალური საწყისი ერთჯერადი დოზა 80მგ.
ფილტვების შეშუპება: 4მლ (40მგ) ინტრავენურად, 1 სთ განმავლობაში დამაკმაყოფილებელი დიურეზული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში დამატებით 8მლ (80მგ) პრეპარატი.
არტერიული ჰიპერტენზია: ჰიპერტენზია 2-4მლ (20-40მგ) 1-2-ჯერ დღეღამეში. არტერიული წნევის საკმარისი შემცირების მიუღწევლობის შემთხვევაში აუცილებელია სხვა დიურეტიკებით ჩანაცვლება.
ბავშვებისათვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 0,2მლ (2მგ) ყოველ კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 0,6მლ(6მგ) კგ წონაზე.

გვერდითი მოვლენები:
წყალ-ელექტროლიტური მიმოცვლის დარღვევა: სიმშრალე პირის ღრუში, წყურვილი, კუნთების სისუსტე, ადინამია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, ოლიგურია, არითმიები, ტახიკარდია, კუნთების ტკივილები, კრუნჩხვები, გულის რევა, ღებინება,ნბსპ; დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, გლუკოზოურია, ჰიპერურიკემია და ჰიპოკალციემია.

უკუჩვენებები:
პრეპარატისადმი ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა; ანურია; წინამდებარე ჯირკვლის ადენომა; შარდგამომყვანი გზების ობსტრუქცია კონკრემენტით; წინაკომოტოზური მდგომარეობა; ღვიძლის კომა; წყალ-ელექტროლიტული ბალანსის დარღვევა: ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია და დიგიტალისური ინტოქსიკაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოფარმი ს/ს
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ფუროსემიდი
დოზა
1%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი