დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #18

დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #18

საფრანგეთი

სერვიე

დეტრალექსი ეხმარება ვენების ტონუსის გაძლიერებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ტკივილის შემცირებაში.

პროდუქტის შესახებ

დეტრალექსი 1000 მგ ტაბლეტი

ქვეყანა - საფრანგეთი 

მწარმოებელი - Servier
დეტრალექსი 1000 მგ  - ეფექტური საშუალება მათთვის, ვისაც ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და დაღლილობა აწუხებთ.

პროდუქტის შესახებ

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):diosmin, hesperidin

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დეტრალექსი მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კონკრეტულად კი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ საშუალებებს. სამეცნიერო ენაზე მათ მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, იგივე ანგიოპროტექტორები  ჰქვიათ. დეტრალექსი ბიოფლავონოიდების ჯგუფში შედის.

  • ფიზიკური მახასიათებლები: დეტრალექსი 1000 მგ-იანი დოზა მოზრდილი ზომის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია.

  • ქიმიური შემადგენლობა: დეტრალექსის 1000მგ-იანი ტაბლეტი შედგება ორი აქტიური ნივთიერებისგან. ესენია - 900მგ დიოსმინი და 100მგ ჰესპერიდინი. გარდა ამისა, დეტრალექსის შემადგენლობაში, შეიძლება, შეგხვდეთ მაგნიუმის სტეარატი, მიკრიკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატი, ჟელატინი და ტალკი. თითოეული ტაბლეტი დაფარულია აპკიანი გარსით, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც წესი, გვხვდები ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავები (რკინის ყვითელი და წითელი ოქსიდები), გლიცერინი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

როგორ მოქმედებს დეტრალექსი?

დიოსმინი და ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური ტონუსის გაუმჯობესებას, ამცირებს კაპილარების გაღიზიანებასა და შეშუპების ტენდენციას, რითაც ამსუბუქებს ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

თერაპიული ჩვენებები

დეტრალექსი 1000 მგ-იანი ტაბლეტები ინიშნება შემდეგი კლინიკური ჩვენებების დროს:

  • ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის ფუნქციური და ორგანული სიმპტომები, მათ შორის:

    • სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა ეს არაა დაკავშირებული დაღლილობასთან

    • ტკივილი

    • საღამოობით გაუსაძლისი ტკივილი, ე.წ. night cramps

  • მწვავე ჰემოროიდულ შეტევების დროსსიმპტომური მკურნალობისათვის

დოზირება და მიღების წესები

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მედიკამენტის მიღებამდე და საჭირო დოზის დადგენამდე უნდა მივმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

თუმცა, სხვადასხვა პრობლემის დროს ზოგადი გაიდლაინი გვეუბნება, რომ დეტრალექსი 1000 მგ-იანი ტაბლეტი უნდა გამოვიყენოთ შემდეგნაირად: 

თუკი გაწუხებთ ვენების ქრონიკული დაავადებები, ჩვეულებრივი დოზა არის  1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთხელ (უმჯობესია დილით, ჭამის დროს). 

იმ შემთხვევაში, როცა გვაწუხებს მწვავე ჰემოროიდული შეტევა, დეტრალექსი შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი სქემით:

  • პირველი 4 დღე: 3 ტაბლეტი დღეში (1 დილას, 1 სადილის დროს, 1 საღამოს).

  • შემდეგი 3 დღე: 2 ტაბლეტი დღეში.

უკუჩვენებები

დეტრალექსი არ არის რეკომენდირებული მიიღოთ, თუკი გაწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გარდა ამისა, როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ორსულმა და ლაქტაციაზე მყოფმა ქალებმაც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ დეტრალექსი 1000 მგ-იანი ტაბლეტები. 

გამოყენების პრაქტიკული რჩევები

დეტრალექსი 1000 მგ-იანი ტაბლეტი მოზრდილი ზომისაა, ამიტომაც, მას გამყოფი ხაზი აქვს. თუმცა, მისი ორ დოზად გაყოფა ექიმის მითითების გარეშე არ არის დაშვებული. როგორც წესი, რეკომენდირებულია მისი შუაზე გაყოფა უფრო მარტივად გადასაყლაპად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ასევე, გახსოვდეთ - ზოგადი რეკომენდაციაა, მიიღოთ დეტრალექსი ჭამის დროს, რომ შეამციროთ კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. თუმცა, ამ საკიტხზეც უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან მაინც.

თუკი დეტრალექსი მიიღება მკურნალობის კურსის ფარგლებში, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს თვითნებურად. რაიმე სახის დისკომფორტზე აცნობეთ ექიმს, ხოლო სიმპტომების გაქრობის შემთხვევაში ნუ შეწყვეტთ მიღებას სპეციალისტთან გასაუბრების გარეშე.

რაც შეეხება ჰემოროიდული შეტევის შემთხვევას - თუკი დანიშნულ 7-დღიან სქემაში გაუმჯობესებას ვერ ხედავთ და შვებას ვერ გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს - არ განაგრძოთ მედიკამენტის თვითნებურად მიღება.

სად შევიძინოთ?

პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ საქართველოში ლიცენზირებულ რამდენიმე სააფთიაქო ქსელში, მათ შორის ფარმადეპოს აფთიაქებში - როგორც ფიზიკურად მისვლით, ისე ონლაინ.

ცხადია, მნიშვნელოვანია, რა ღირს დეტრალექსი? - ფასი, ფარმადეპო თუ გვთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს და რა სხვაობაა ფასში ქვეყანაში არსებულ აფთიაქებში. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ღირებულება ცვალებადია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება ფარმადეპოს შეთავაზებებს - დეტრალექსის შეძენა ამ ქსელშიცაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, ონლაინპლატფორმაზე ადევნოთ თვალი მის ღირებულებას - სწორედ აქვე ნახავთ, რა შეთავაზებები მოქმედებს იმ დროისათვის პრეპარატზე.

როგორ შევინახოთ დეტრალექსი? 

  • შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

  • არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

შეიძლება თუ არა დეტრალექსის მიღება ცარიელ კუჭზე? -  რეკომენდირებულია მისი მიღება ჭამის დროს, რათა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის შესაძლო გაღიზიანება.

როდის ველოდოთ ეფექტს? -  სიმპტომების შემსუბუქება ინდივიდუალურია; ბევრ პაციენტში გაუმჯობესება აღინიშნება რამდენიმე კვირაში მკურნალობის კურსის ჩამთავრებიდან, ზოგიერთი კი შვებას პირველივე დღეებიდან გრძნობს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები კურსის გაგრძელების შესახებ თვითნებურად და მიიღოთ დეტრალექსი ისეთი სქემით, როგორც ეს ექიმმა გითხრათ.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
დიოსმინი+ჰესპერიდინი
დოზა
900მგ+100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
18
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #18