ატორისი ტაბლეტი 20მგ #28

ატორისი ტაბლეტი 20მგ #28

რუმინეთი

კრკა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კალციუმის ატორვასტატინის პროპილენგლიკოლის სოლვატი. დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს კალციუმის აცეტატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, ნატრიუმის კარბონატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზას, პოლიეთილენგლიკოლს, ტიტანიუმის დიოქსიდს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება. HMG-კოენზიმ A რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ჩვენებები: სისხლში ქოლესტერინის ან სხვა ცხიმების დონის შემცირება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. მკურნალობის დროს საჭიროა ქოლესტერინის დონის კონტროლი, სანამ იგი არ მიაღწევს უსაფრთხო ფარგლებს. მკურნალობა ასევე გულისხმობს ვარჯიშს, დიეტას და მავნე ჩვევებისთვის თავის დანებებას. აპო-ატორვასტატინი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით, საკვებთან ერთად და მის გარეშე. მისი მიღება დაუშვებელია გრეიფრუტის წვენთან ერთად. სასურველია, პაციენტმა აღნიშნული პრეპარატი მიიღოს საღამოს საათებში; რეკომენდებული ჩვეულებრივი დოზა: მოზრდილები: აპო-ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 10 ან 20 მგ ერთხელ დღეში. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან დაქვეითებას, მკურნალობა იწყება 40 მგ-ით ერთხელ დღეში. აპო-ატორვასტატინის დოზა შეიძლება შეადგენდეს 10-80 მგ-ს ერთხელ დღეში. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ დღეში. ბავშვები (10-17 წლის): რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში; მაქსიმალური რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღეში.უკუჩვენებები: ალერგია აღნიშნული მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ; ღვიძლის აქტიური დაავადება ან დაუდგენელი წარმოშობის ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; ორსულობა და ძუძუთი კვება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მედიკამენტთა უმრავლესობის მსგავსად, მოსალოდნელია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი, აფთიაქიდან რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით. ძირითადად, აპო-ატორვასტატინთან ურთიერთქმედება ახასიათებთ შემდეგ პრეპარატებს: კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი; გემფიბროზილი, ფენოფიბრატი ან ბეზაფიბრატი, ნიაცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან სოკოს საწინააღმდეგო სხვა აგენტები აზოლის ჯგუფიდან - კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი; ნეფაზოდონი, ინდინავირის სულფატი, ნელფინავირის მეზილატი, რიტონავირი, საქვინავირის მეზილატი, ლოპინავირი ან რიტონავირი, ტელაპრევირი, ტიპრანავირი, დარუნავირი, ფოსამპრენავირი, ბოცეპრევირი; ფუზიდის მჟავა; დიგოქსინი; დილთიაზემი; ეფავირენზი, რიფამპინი; ანტაციდების და აპო-ატორვასტატინის მიღება უნდა მოხდეს 2 საათიანი ინტერვალებით; კოლხიცინი.

განსაკუთრებული მითითებები: აპო-ატორვასტატინის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს: თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; გადატანილი აქვს ინსულტი ან გარდამავალი იშემიური ინსულტი; რეგულარულად იღებს 3 ან მეტი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს ყოველდღიურად; პაციენტი ღებულობს ქოლესტერინის დამწევ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა ფიბრატები, ნიაცინი ან ეზეტიმიბი; თუ პაციენტს აქვს კუნთოვანი სისტემის დაავადებების ოჯახური ანამნეზი; აღნიშნავს კუნთების პრობლემებს, რომლებიც განვითარდა ისეთი პრეპარატების მიღების შემდეგ, როგორებიცაა: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, როსუვასტატინი ან სიმვასტატინი ან გამოუვლინდა ალერგია ან აუტანლობა რომელიმე მათგანის მიმართ; თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები; დიაბეტი; უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ან ქსოვილთა სხვა სახის დაზიანება; აქვს მძიმე ფიზიკური დატვირთვა. აპო-ატორვასტატინის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის ოდნავ მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დიაბეტის განვითარების რისკის გამო. არ არის შესწავლილი აპო-ატორვასტატინის გამოყენება 10 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მაგრამ, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, გამოტოვებული დოზის ნაცვლად მიიღება შემდეგი დოზა. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ატორვასტატინი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი