კომბინირებული ტაბლეტირებული პრეპარატი ალოტენდინი 10მგ+5მგ (ამპლოდიპინი/ბისოპროლოლი) გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) და გარკვეული მიზეზებით გამოწვეული მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების ქრონიკული ნაკლებობის (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის) სამკურნალოდ.
მოქმედი ნივთიერებები: ამლოდიპინი და ბისოპროლოლი
სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ა ტიპი), ცელულოზა მიკროკრისტალური.
კომბინირებული ტაბლეტირებული პრეპარატი ალოტენდინი (ამპლოდიპინი/ბისოპროლოლი) გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) და გარკვეული მიზეზებით გამოწვეული მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების ქრონიკული ნაკლებობის (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის) სამკურნალოდ.
მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღების საკითხთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ პრეპარატის გამოყენების სათანადო კლინიკური გამოცდილება ორსულებში არ არსებობს, მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი/სარგებელის თანაფარდობა საგულდაგულო ინდივიდუალური განხილვის შემდეგ, ამიტომ თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თქვენი არსებული ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ.
ორსულობისას პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ნაყოფის და ახალშობილის საგულდაგულო მონიტორინგი.
შესაბამისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გათვალისწინებით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის.
ალოტენდინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ უმაღლესი ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან როდესაც თქვენ ცვლით მკურნალობის სქემას, ასევე ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში – ამ მიზეზით, ექიმმა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პრეპარატის რა დოზის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ალოტენდინის მიღებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რეკომენდაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ჩვეულებრივი დოზა – გარკვეული დოზირების ერთი ტაბლეტი. ალოტენდინის ტაბლეტები სასურველია მიიღოთ დილით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით და დაუღეჭავად.
ეფექტის მიხედვით, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს საწყისი დოზა სხვა დოზირებასთან კომბინირების გზით.
ჩვეულებრივ, თირკმლების მსუბუქი და ზომიერი ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში, დოზა კორექციას არ საჭიროებს.
ღვიძლის და თირკმლების სერიოზული პათოლოგიის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის შეცვლა.
საფუძვლიანი მიზეზების გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვებში ალოტენდინის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ კატეგორიისთვის დადგენილი არ არის.
თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ალოტენდინის ტაბლეტების თერაპიული ეფექტი გადაჭარბებული ან არასაკმარისია, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ალოტენდინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.