პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rivaroxaban
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
რივაროქსაბანი არის:
მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამონაჭდევით “I”.
• ვენური თორმბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრებზე გადატანილი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ.
• ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სისხლის შედედების სამკურნალოდ და რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
რივაროქსაბანი წარმოადგენს ანტითრომბოზულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედების (Xა ფაქტორის) ბლოკირების გზით და ამგვარად ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
მიღების წესი
რივაროქსაბანი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რა დოზით უნდა მიიღოთ რივაროქსაბანი:
- ვენური თორმბოემბოლიის პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრებზე გადატანილი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ:
რივაროქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ.
- ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სისხლის შედედების მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა:
ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ანტითრომბული მკურნალობის შემდეგ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის გაგრძელება ან ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტით დღეში 1-ჯერ, ან ერთი 20 მგ-იანი ტაბლეტით დღეში 1-ჯერ.
რივაროქსაბანის მიიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
თუ აღგენიშნებათ ყლაპვის გაძნელება, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსაბანი ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით მიღება.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსაბანის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით.
როდის უნდა მიიღოთ რივაროქსაბანი:
რივაროქსაბანი მიიღეთ ყოველ დღე ექიმის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების დროის ადვილად დამახსოვრების მიზნით ტაბლეტი მიიღეთ დღის განმავლობაში ერთი და იგივე დროს. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი.
მუხლზე ან მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის ტიპზე, კერძოდ:
• იმ პაციენტებში, რომელსაც ჩაუტარდათ მასშტაბური ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე, რეკომენდებულია მკურნალობა 5 კვირის განმავლობაში;
• იმ პაციენტებში, რომელსაც ჩაუტარდათ მასშტაბური ოპერაცია მუხლის სახსარზე, რეკომენდებულია მკურნალობა 2 კვირის განმავლობაში.
ოპერაციის შემდგომ პრეპარატის პირველი დოზის მიღება საჭიროა ოპერაციის დასრულებიდან 6-10 სთ-ის შემდეგ.
რივაროქსაბანის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი რაოდენობით რივაროქსაბანის მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ რივაროქსაბანის მიღება:
- თუ თქვენ დაგავიწყდათ საჭირო დროს ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მომდევნო დღეს და ამგვარად განაგრძეთ პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით.
დღის განმავლობაში არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
რივაროქსაბანის მიღების შეწყვეტა:
არ შეწყვიტოთ რივაროქსაბანის მიღება თვითნებურად, ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე, ვინაიდან პრეპარატი განკუთვნილია სერიოზული მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერჟდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ისევე, როგორც სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა (ანტითრომბული საშუალებები), რივაროქსაბანმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა და, შესაბამისად, არტერიული წნევის უეაცარი დაცემა (შოკი). ზოგ შემთხვევაში კი სისხლდენა შესაძლოა იყოს ფარული ხასიათის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125563