კარდიო ფორსი ტაბლეტი  75მგ #30

კარდიო ფორსი ტაბლეტი 75მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
1 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 75 მგ ან 150 მგ;
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები

ჩვენება:
 არასტაბილური სტენოკარდია;
 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
 მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
 ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
 თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:
კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში,
შემდეგ _ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;
ორსულობა (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
აცეტილსალიცილის მჟ
დოზა
75მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი