ვიტროლი ომეგა 3 კაფსულა #90

ვიტროლი ომეგა 3 კაფსულა #90

ბულგარეთი

ფორტექსი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები 1 რბილ კაფსულაში: ომეგა-3 თევზის ქონი 1000მგ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით:-18% EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა) 180მგ; -12% DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა)120მგ; ვიტამინი ?-(DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი)10მგ ალფა-TE; დამხმარე ნივთიერებები: მაჟელატინიზებელი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი გლიცერინი (E422), გაწმენდილი წყალი.

ვიტროლი ომეგა-3  შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს (ეიკოზაპენტაენოის და დოკოზაჰექსაენოის მჟავები) და ვიტამინ E–ს, რომლებიც ხელს უწყობენ: ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას; გულის ნორმალურ ფუნქციონირებას; მხედველობის სიჯანსაღეს; ანტიოქსიდანტურ დაცვას. ცხიმიანი თევზისგან მიღებული ომეგა -3 ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, კანის სიჯანსაღეს, ტვინისა და თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ უპირატესობების დიდი ნაწილი ასოცირდება ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებთან EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა). ორგანიზმი ამ აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს საკვები პროდუქტებიდან ან საკვები დანამატებიდან იღებს, რადგან თავად არ შეუძლია მათი წარმოქმნა.
EPA და DHA მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. ტვინის ქსოვილი განსაკუთრებით მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები და მათი ბიოლოგიურად აქტიური წარმოებულები უზრუნველყოფენ უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ნეიროგენეზსა და სინაფსურ ფუნქციას. ეხმარებიან შემეცნებაში, განამტკიცებენ ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებენ ასაკთან დაკავშირებულ მენტალურ დარღვევებს.
EPA და DHA ხელს უწყობენ გულის სიჯანსაღეს. ამცირებენ “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, რითაც იცავენ გულსა და სისხლძარღვებს.
ასაკი და თვალში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები თავისუფალი რადიკალებით დაზიანების შედეგია. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო EPA და DHA იცავს თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალებისგან.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემასა და საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს კანისა და თვალის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას და ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. ვიტამინი E უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და ელექტრული იმპულსების გადაცემას ტვინსა და ორგანიზმის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის.
ვიტამინი E სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, სისხლძარღვების მოქნილობის შესანარჩუნებლად და სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად.

უკუჩვენება: არ მიიღება ვიტროლი ომეგა-3, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

მიღება: 1 რბილი კაფსულა დღეში. გამოიყენება 14 წლიდან.

არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის შემცვლელად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

გამოშვების ფორმა: #90 რბილი კაფსულა.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცეუტიკალს ლტდ (Fortex Nutraceuticals ltd.), ბულგარეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფორტექსი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/+ალფატოკოფეროლი /ვიტ ე/
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
90
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი