გულყვითელას ნაყენი 50მლ ფლაკონი #1

გულყვითელას ნაყენი 50მლ ფლაკონი #1

საქართველო

ნეოფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
გ/1000მლ;
გულყვითელას ყვავილები - 100გ,
ეთილის სპირტი 70% - საჭირო რაოდენობით 1ლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება.

ჩვენებები
• ინფიცირებული ჭრილობები;
• დამწვრობა;
• პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
• ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• ქოლეცისტიტი.

მიღების წესები და დოზები
პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით - 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღვლმდენი საშუალება): 10-20 წვეთი ნაყენი იხსნება ცოტაოდენ წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები: შესაძლებელია მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოიქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოფარმი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
გულყვითელა
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი