ზინატი ტაბლეტი 250მგ #10

ზინატი ტაბლეტი 250მგ #10

დიდი ბრიტანეთი

გლაქსო ოპერეიშენს
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი არის ცეფუროქსიმი აქსეტილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ცეფუროქსიმს 300.72 მგ ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით. დამხმარე ნივთიერებები: გული - მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (A ტიპის), ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ჰიდროგენირებული ბოსტნეულის ზეთი, უწყლო
კოლოიდური სლიციუმი, გარსი - ჰიპრომელოზა, პროპილენ გლიკოლი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 218),
პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 216), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ნატრიუმის ბენზოატი.

ჩვენება: ზინატი შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია ცეფუროქსიმის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული
ინფექციების სამკურნალოდ: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები - ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი და სინუსიტი; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების სტადიაში, ბაქტერიული პნევმონია; შუა ყურის ანთება; საშარდე გზების ინფექციები - პოლინეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი; კანისა და რბილი ქსოვილების
ინფექციები - ფურუნკულოზი, ფლეგმონა, იმპეტიგო; გონორეა - მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და
ცერვიციტი; ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) - მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების
პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ცეპალოსპორინის ანტიბიოტიკების
მიმართ.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ცეფუროქსიმი გამოიყოფა დედის რძში, პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის დროს .

მიღების წესი: ზინატი შემოგარსული ტაბლეტები ყოველთვის მიიღება დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში
გადამოწმდეს მკურნალ ექიმთან. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში. მდგომარეობის
გაუმჯობესების შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მკურნალობა. პრეპარატმა შეიძლება არ იმოქმედოს სრულად და შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი.
ზინატის ტაბლეტირებული ფორმა მიიღება ჭამის შემდეგ ოპტიმალური შეწოვისთვის. ზინატის ტაბლეტები არ იყოფა და არ იმტვრევა. თუ პაციენტი გრძნობს, რომ პრეპარატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, ეცნობოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას, 30C დაბალ ტემპერატურაზე. პრეპარატი არ მიიღება
შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლაქსო ოპერეიშენს
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ცეფუროქსიმი
დოზა
250მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი