შემადგენლობა: ყოველი კაფსულა შეიცავს: დოქსიციკლინის ჰიკლატი B.P.; 100მგ დოქსიციკლინის ექვივალენტური.
ჩვენება: დოქსიციკლინი კლინიკურად ეფექტურად მიიჩნიეს სხვადასხვა ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეული იყო გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მგრძნობიარე შტამებით და ზოგიერთი სხვა მიკროორგანიზმით. სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია და ქვემო სასუნთქი გზების სხვა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Streptococcus pneumoniae მგრძნობიარე შტამებით, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae და სხვა ორგანიზმებით, Mycoplasma pneumoniae. ქრონიკული ბრონქიტის და სინუსიტის მკურნალობა. საშარდე ტრაქტის ინფექციები: რომლებიც გამოწვეულია Klebsiella species მგრძნობიარე შტამებით, Enterobacter species, Escherichia coli, Streptococcus faecalis და სხვა ორგანიზმებით. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis გამოწვეული ინფექციები შარდსადენის, ენდოცერვიკალური და რექტალური გაურთულებელი ინფექციების ჩათვლით. არაგონოკოკური ურეთრიტი გამოწვეული Ureaplasma urealyticum (T-micoplasma). დოქსიციკლინი აგრეთვე ნაჩვენებია შანკრის, საზარდულის გრანულომის და ვენერიული ლიმფოგრანულომის სამკურნალოდ. დოქსიციკლინი აგრეთვე არის ალტერნატიული პრეპარატი გონორეის და სიფილისის სამკურნალოდ. კანის ინფექციები: ვულგარული აკნე, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია. რადგან დოქსიციკლინი ტეტრაციკლინებს მიეკუთვნება შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც სხვა ტეტრაციკლინებზე რეაგირებს როგორიცაა: ოფთალმოლოგიური ინფექციები: Gonococci, Sptahylococci, Heamophilus influenza მგრძნობიარე შტამების გამო. Trachoma, მიუხედავად იმისა რომ როგორც იმუნოფლუორესცენცია მიუთითებს ბოლომდე ვერ ხერხდება ინფექციური აგენტის ელიმინაცია. ინკლუზიური კონიუნქტივიტის მკურნალობა შეიძლება დოქსიციკლინის ორალური ფორმით ან ადგილობრივ აგენტებთან კომბინაციაში. რიკეტსიული ინფექციები: კლდიან მთებში შემჩნეული ცხელება, ტიფის ჯგუფი, Q ცხელება, Coxiella-თი გამოწვეული ენდოკარდიტი და tick ცხელება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა დოქსიციკლინის, რომელიმე ტეტრაციკლინის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. კბილების ჩასახვის დროს ტეტრაციკლინების გამოყენებამ (ორსულობა, ჩვილობა და 12 წლამდე ასაკი) შეიძლება გამოიწვიოს კბილების სამუდამო დისკოლორაცია (ყვითელი-ნაცრისფერი-ყავისფერი). ეს გვერდითი რეაქციები უფრო ხშირია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, მაგრამ აღწერილია ხანმოკლე განმეორებითი კურსების შემდეგაც. აგრეთვე არწერილია მინანქრის ჰიპოპლაზია. აქედან გამომდინარე პაციენტების ამ ჯგუფში დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია.