დოზირება და მიღების წესი: აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება დანიშნული დოზის ან მისი მიღების სიხშირის გაზრდა ან შემცირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, აპო-ვალაციკლოვირის კაპლეტების მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე. უკუჩვენებები:ვალაციკლოვირის გამოყენება დაუშვებელია, თუ პაციენტი ალერგიულია ან აღენიშნებოდა უარყოფითი რეაქცია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან აპო-ვალაციკლოვირის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:ვალაციკლოვირის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს: თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან არის 65 წლის ან მეტის ასაკის. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ვალაციკლოვირის უფრო მცირე დოზა; თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, არის მეძუძური დედა, გეგმავს ფეხმძიმობას ან ძუძუთი კვებას. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას აპო-ვალაციკლოვირის დანიშვნის შესახებ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დროის ჩვეული ინტერვალებით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: აპო-ვალაციკლოვირი ხელმისაწვდომია კაპლეტების სახით, რომლებიც შეიცავენ 500 მგ ვალაციკლოვირს. შეფუთვაშია #30 კაპლეტი.
შენახვის პირობები: ვალაციკლოვირი ინახება 15-30C ტემპერატურაზე, სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისა და მაღალი ტენიანობისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.