დიფლუკანი ხსნარი საინფუზიო 2მგ/1მლ 50მლ ფლაკონი #1

დიფლუკანი ხსნარი საინფუზიო 2მგ/1მლ 50მლ ფლაკონი #1

საფრანგეთი

ფაიზერი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
კაფსულები
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი-50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ტიტანის დიოქსიდი, ქსანტანის ფისი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი და ფორთოხლის ნატურალური შემავსებელი.

დიფლუკანის საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი

ფორმა: კაფსულები 50მგ; 100მგ; 150მგ, 200მგ
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად საინფუზიო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ვენება: დიფლუკანს იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების მეტად ხშირ გამომწვევს წარმოადგენს საფუარის მსგავსი კანდიდას ჯგუფის სოკო.
პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: კანდიდოზური სტომატიტი ან პირის ღრუსა და ხორხის რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია). რძიანას ძირითადად იწვევს კანდიდას ჯგუფის სოკო. ფილტვების, შარდგამომყოფი სისტემის და კანის კანდიდოზური ინფექციები. პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები კბილების პროთეზის მქონე პირებში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების წყლულები, რაც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან). კანის ინფექციები, მაგ, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილის ინფექციები. კანდიდას ჯგუფის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგ, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში. კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკური ინფექციები.
დიფლუკანის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კრიპტოკოკით გამოწვეული მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციები, მაგ, ვაგინალური კანდიდოზი, აგრეთვე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში). კანდიდოზური ბალანიტი (ასოს თავის ანთება დაან ჩუჩის ანთება).
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით იმუნური სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში.
დიფლუკანს იყენებენ აგრეთვე ისეთი იშვიათი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.
დიფლუკანის კომბინაცია ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.

მიღების წესი და დოზირება: დიფლუკანის კაფსულები და დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად. კაფსულებს იღებენ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელ ფხვნილით სავსე ფლაკონს ანჯღრევენ და უმატებენ 24მლ წყალს. ფლაკონის შენჯღრევა წარმოებს უშუალოდ გამოყენების წინ. კაფსულების და სუსპენზიის მიღება ხდება ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება შესაძლებელია როგორც საკვების მიღების დროს, აგრეთვე მისი მიღების შორის ინტერვალში. ფლუკონაზოლის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში არა უმეტეს 10მლწთ-ში სიჩქარით. იმ ავადმყოფებს, რომელთაც ეზღუდებათ ნატრიუმის მიღება, საჭიროა მათი ინფორმირება დიფლუკანის საინექციო ხსნარში არსებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის არსებობის შესახებ.

შენახვის პირობები: არა უმეტეს 30ძC ტემპერატურაზე. გაყინვა ნებადართული არ არის.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ფლუკონაზოლი
დოზა
2მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინფუზიო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი