დალაცინი კაფსულა 150მგ #16

დალაცინი კაფსულა 150მგ #16

საფრანგეთი

ფარევა ამბიოსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: კლინდამიცინი 150მგ ან 300მგ (კლინდამიცინის ჰირდოქლორიდის სახით); დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადფებები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებით ან გრამდადებითი აერობული ბაქტერიების შტამებით, როგორიცაა Streptococcus spp., Staphylococcus spp., და Pneumococcus spp., ასევე კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე Chlamydia trachomatis სახესხვაობებით.


მიღების წესები და დოზები მოზრდილები: 600-1800მგ დღეში, შიგნით 2, 3 ან 4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
ბავშვები: 8-25მგ/კგ სხეეულის მასაზე/დღეში, შიგნით 3-4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
საყლაპავის ლორწოვნის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, კაფსულების სავსე ჭიქა წყლთან მიღება.
თუ ერთ მიღებაზე გამოტოვებული დოზა უფრო ნაკლებია ვიდრე კლინდამიცინის შემცველობა კაფსულაში, ან თუ არსებობს ყლაპვის დარღვევა, რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერული შეყვანა.
უკუჩვენება: კლინდამიცინზე, ლინკომიცინზე ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობა.
სიფრთხილით
კუჭ-ნაწლავის დაავადება (ანამნეზში, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტი, მიასთენია (კლინდამიცინს შეუძლია დაარღვიოს ნეიროკუნთური გადაცემა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
კლინდამიცინი გადის პლაცენტაში. რამდენიმე დოზის შეყვანის შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია ამნიონურ სითხეში შეადგენს დედის სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის 30 %-ს. ორსულებში კლინდამიცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით თერაპიის სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
კლინდამიცინი აღმოჩენილია ლაქტატში კონცენტრაციით 0,7-3,8 მკგ/მლ. ლაქტაციის პერიოდში მურნალობის დანიშნვის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარევა ამბიოსი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
კლინდამიცინი
დოზა
150მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
16
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი