დაფურაგი სუსპენზია ორალური 10მგ/1მლ 140მლ ფლაკონი #1

დაფურაგი სუსპენზია ორალური 10მგ/1მლ 140მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

აფლოფარმი
პროდუქტის შესახებ
დაფურაგი არის ანტიბაქტერიული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციების დროს. მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ფურაზიდინს, აგრეთვე ეწოდება ფურაგინი, რომელიც არის ნიტროფურანის წარმოებული. ფურაზიდინი აინჰიბირებს ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციებს.
დაფურაგი ეფექტური არ არის ინფექციების დროს, რომლის გამომწვევია Pseudomonas aeruginosa-ს სახეობის ბაქტერიები და (Proteus vulgaris)სახეობის ბაქტერიების უმრავლესობა.

თერაპიული ჩვენება: ქვემო საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელიც გამოწვეულია (Escherichia coli) სახეობის ბაქტერიებით.
არ გამოიყენოთ დაფურაგი: - თუ ხართ ალერგიული ფურაზიდინის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი განყოფილებაში 6) ან ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ; - ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში;
- სრული ორსულობის პერიოდში (38 კვირიდან) და მშობიარობისას ჰემოლიზური ანემიის რისკის გამო (სისხლის წითელი უჯრედების დიზინტეგრაცია) ახალშობილში; - არ გამოიყენოთ 3 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში;
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა;
- თუ დიაგნოსტირებული გაქვთ პოლინეიროპათია, მაგ., დიაბეტური (ნერვების დაზიანება, რაც გამოწვეულია სისხშლი შაქრის დონის მოამტებით);
ორსულობა, ლაქტაცია: თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები: მკურნალობის პირველი დღე: 10 მლ, 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის შემდგომი დღეები: 10 მლ, 3-ჯერ დღეში.
3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5-7 მგ/კგ დღე-ღამეში, 2-3 გაყოფილ დოზად.
მედიკამენტი გამოიყენება 7-8 დღის განმავლობაში. აუცილებლობისას, ექიმმა შეიძლება მკურნალობა გაიმეოროს 10-15 დღის შემდეგ.
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აფლოფარმი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ფურაზიდინი
დოზა
10მგ/1მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
140მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი