ციპრინოლი 500მგ – ციპროფლოქსაცინის ანტიბიოტიკი შარდსასქესო და ნაწლავურ ინფექციებზე. 10 ტაბლეტი.
ციპროფლოქსაცინი
ციპრინოლი
ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 ან 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები:
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული შარდსასქესო, სასუნთქი, ძვალ-სახსართა სისტემების, ყელ-ყურ-ცხვირის, მცირე მენჯის, აბდომინალური, ჰეპატობილიარული ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების, აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების და გონორეის დროს.
ციპროფლოქსაცინი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250–500 მგ დღეში ორჯერ.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი.
იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.
სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
ლაბორატორიული ცვლილებები: შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინისა და ბილირუბინის მომატება.
ციპროფლოქსაცინის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფისა და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.