ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1

ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

გამოიყენება ბაქტერიული მენინგიტის, მუცლის ღრუს ინფექციების, ძვლების და სახსრების ინფექციებისს დროს.

პროდუქტის შესახებ

ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებაა ცეფტრიაქსონი (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით). თითოეული ფლაკონი შეიცავს 1,000 მგ ცეფტრიაქსონს (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით).
ამპულა გამხსნელით შეიცავს 35 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს.
გამხსნელ ამპულაში არსებულ 3,5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატში განზავების შემდეგ ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს 285,71 მგ ცეფტრიაქსონს (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით) 1 მლ-ში.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია): 

გამხსნელის ამპულა: საინექციო წყალი.


ჩვენება:

  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • მუცლის ღრუს ინფექციები (როგორიცაა პერიტონიტი და სანაღვლე გზების ინფექციები);
  • ძვლების და სახსრების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
  • საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის, პიელონეფრიტი (თირკმლის ინფექცია);
  • რესპირატორული ინფექციები;
  • გენიტალური ინფექციები (მათ შორის, გონოკოკური ინფექციები) დალაიმის დაავადების II და III ფაზები (ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ინფექცია).

ცეფტრიაქსონი ასევე ნაჩვენებია ქირურგიულ ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ ინფექციების პრევენციისათვის.


დოზირება:

  • მოზრდილები, 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სხეულის წონა ≥50 კგ: 1-2 გ ცეფტრიაქსონი ყოველ 24 საათში, ანუ 1-2 გ/დღეში; მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ/დღეში.
  • გონოკოკური დაავადება (გაურთულებებლი გენიტალური ინფექცია): რეკომენდებულია ერთჯერადი კუნთშიდა დოზა 250 მგ.
  • ლაიმის დაავადების II და III ფაზები: რეკომენდებული დოზაა 50 მგ/კგ სხეულის წონის მაქსიმალურ დოზამდე 2 გ დღეში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში.
  • ქირურგიულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ დაავადებების პრევენცია: 1-2 გ ცეფტრიაქსონი 30-90 წუთით ადრე ოპერაციამდე.
  • თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები: თირკმლის ფუნქციის ცვლილების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო ცეფტრიაქსონი ნორმონის დოზის შემცირება, თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია. თუ კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ, ცეფტრიაქსონის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს დღეში.
  • დიალიზზე მყოფი პაციენტები: დიალიზის შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი ექსტრა დოზის მიღება; თუმცა საჭიროა შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი, რათა განისაზღვროს დოზის კორექციის საჭიროება, რადგან ასეთ პაციენტებში გამოყოფის სიჩქარე შეიძლება დაქვეითებული იყოს.
  • ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზების ცვლილება.
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
    ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის წონის, ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით როგორც დროულ, ისე დღენაკლულ ახალშობილებში. არ უნდა იქნეს გადაჭარბებული დოზა 50 მგ/კგ სხეულის წონის.
  • ნეონატალური ასაკის ბავშვები (15-28 დღე), ჩვილები (28 დღიდან 23 თვემდე) და ბავშვები (2-12 წელი): ერთჯერადი დღიური დოზა 20-80 მგ/კგ სხეულის წონის.
  • ბაქტერიული მენინგიტი ახალშობილ ბავშვებში (15-28 დღე), ჩვილებში (28 დღიდან 23 თვემდე) და ბავშვებში (2-12 წელი): მკურნალობა იწყება 100 მგ/კგ დოზით (არ უნდა იქნას გადაჭარბებული 4 გ დოზა) ერთხელ დღეში. როგორც კი იდენტიფიცირდება ინფექციის გამომწვევი და მისი მგრძნობელობა, შესაბამისად უნდა მოხდეს დოზის კორექცია.


გამოყენების წესი:

ცეფტრიაქსონი კეთდება ინტრამუსკულარულად (კუნთში).
კუნთშიდა ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 3,5 მლ გამხსნელში, რომელიც მოთავსებულია თანმხლებ ამპულაში.


ეს მედიკამენტი უნდა გაკეთდეს სამედიცინო სპეციალისტის მიერ.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დაავადების, ასაკის, წონის და მედიკამენტით მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის შესაფერის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

დაუშვებელია დოზის თვითნებურად შეცვლა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს გამოჯანმრთელებიდან არაუმცირეს 2-3 დღის განმავლობაში ან ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფექციების პრევენციისათვის.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად ან ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.  


შენახვა:​

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ცეფტრიაქსონი
დოზა
1000მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი