ბაქტრიმ ფორტე – სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის ანტიბიოტიკი ბაქტერიულ ინფექციებზე. 20 ტაბლეტი.
კო-ტრიმოქსაზოლი (სულფამეტოქსაზოლი + ტრიმეტოპრიმი)
ბაქტრიმ ფორტე
სულფანილამიდები
ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება.
ბაქტრიმის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მწვავე ინფექციების არსებობისას საჭიროა ბაქტრიმის მიღება არანაკლებ 5 დღის განმავლობაში ან დაავადების სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში.
პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, თუ არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით.
ა) რბილი შანკრი: 2 ტაბლეტი ან 1 ტაბლეტი ფორტე დღეში ორჯერ. თუ 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა პრეპარატის მიღების კიდევ 7 დღით გაგრძელება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველი ეფექტის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს გამომწვევის რეზისტენტობით.
ბ) გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებები: ქალებში გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია 2–3 ტაბლეტი ფორტეს ერთჯერადად მიღება. იგი უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად საღამოს, ჭამის შემდეგ ან ძილის წინ.
გ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: პრეპარატის ჩვეული დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ განმეორებითი დოზა შეადგენს სტანდარტული დოზის ნახევარს ან მესამედს და უნდა მიიღოთ ყოველ 24–48 საათში.
დ) Pneumocystis carinii-ით გამოწვეული პნევმონია: 20 მგ-მდე ტრიმეტოპრიმი და 100 მგ-მდე სულფამეტოქსაზოლი სხეულის 1 კგ წონაზე, თანაბარ დოზებად გაყოფილი, ყოველ 6 საათში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში.
რეკომენდებულ დოზებში ბაქტრიმი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს კანზე გამონაყარი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები.