ბაქტამედი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი+გამხსნელი #1
ბაქტამედი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი+გამხსნელი #1

ბაქტამედი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი+გამხსნელი #1

ეგვიპტე

სედიკო ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი 0,75 გ 1,5 გ
შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ამპიცილინი (ნატრიუმის მარილის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ
სულბაქტამი (ნატრიუმის მარილის ფორმით) 0,25 გ 0,5 გ
გამხსნელის 1 ამპულა (გამხსნელიანი ფორმისთვის) შეიცავს 1,8 მლ 3,5 მლ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 9,0 მგ 17,5 მგ
ნატრიუმის ქლორიდი 10,8 მგ 21,0 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი პH-ის კორექციისათვის Q.შ.
საინექციო წყალი 1,8 მლ-მდე 3,5 მლ-მდე

პრეპარატის ათქ კოდი ჟ01ჩღ01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები.
პენიცილინები კომბინაციაში ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან.გამოყენების ჩვენებები
ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული
სხვადასხვა ლოკალიზაციის ბაქტერიული ინფექციები:
 სასუნთქი ორგანოების ინფექციები (მათ შორის, პნევმონია, ფილტვების აბსცესი,
ქრონიკული ბრონქიტი, პლევრის ემპიემა);
 ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი);
 შარდგამომყოფი სისტემის და სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის, პიელონე_x0002_ფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი);
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, წითელი ქარი, იმპეტიგო,
მეორადად დაინფიცირებული დერმატიტები);
 ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის, დიზენტერია, სალმონელოზი, სალმო_x0002_ნელამტარებლობა);
 სანაღვლე გზების ინფექციები (მათ შორის, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
 ბაქტერიული სეპტიცემია;
 მენინგიტი;
 პერიტონიტი;
 ქუნთრუშა;
 გონოკოკური ინფექცია.
გამოიყენება პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და პენიცილინის ჯგუფის სხვა
ანტიბიოტიკების მიმართ.
ინფექციური მონონუკლეოზგამოყენების წესი და დოზირება
ბაქტამედი შეიყვანება კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად სიჩქარით 60-80 წვეთი/წთ, ნაკადუ_x0002_რად _ ნელა, 3-5 წუთის განმავლობაში). ვენაში შეჰყავთ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო
შემდგომ, მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეჰყავთ
კუნთში.
მოზრდილებში მსუბუქი ინფექციებისას ინიშნება 1,5-3 გ/დღე-ღამეში ორ მიღებად; საშუ_x0002_ალო სიმძიმის დროს _ 3-6 გ/დღე-ღამეში გაყოფილი 3-4 მიღებად; მძიმე ინფექციების
დროს _ 12 გ/დღე-ღამეში 4 მიღებად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 გ-ს შეადგენს.
გაურთულებელი გონორეის დროს _ 1,5 გ-ს ერთჯერადად.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის _ 1,5-3 გ ანესთეზიის დროს, ხოლო
ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში _ იმავე დოზით ყოველ 6-8 საათში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 150 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაან_x0002_გარიშებით (100 მგ/კგ ამპიცილინი და 50 მგ/კგ სულბაქტამი) გაყოფილი 3-4-მიღებად.
1 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულებში პრეპარატი ინიშნება ყოველ 12
საათში.
ბაქტამედით მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სედიკო ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
სულტამიცილინი /ამპიცილინი+სულბაქტამი/
დოზა
1.5გრ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი+გამხსნელი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი