გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, პროსტატის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.
აქტიური ნივთიერება - ლევოფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კროსპოვიდონი, სილიციფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო.
ყოველთვის მიიღეთ ადიფლოქსი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არა ხართ, უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გარსით დაფარული ტაბლეტები ადიფლოქსი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით. დანიშნული დოზა უნდა იქნას მიღებული 12 ან 24 საათიანი რეგულარული ინტერვალებით. ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს ან საკვების მიღებებს შორის.
დაიცავით თავი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან
ადიფლოქსის მიღების დროს და მკურნალობის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ მოერიდეთ მზის ზემოქმედებას და მიიღეთ ზომები თქვენი თავის დასაცავად - ატარეთ ქუდი, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რადგანაც არსებობს კანის გაწითლებისა და გამონაყარის გაჩენის მომატებული რისკი.
არ მიიღოთ ადიფლოქსი თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად. არ მიიღოთ ადიფლოქსი ძუძუთი კვების დროს.
არშეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.