ალერტეკი ტაბლეტი 10მგ #20
ალერტეკი ტაბლეტი 10მგ #20

ალერტეკი ტაბლეტი 10მგ #20

საქართველო

ჯი-ემ-პი

ალერტეკი ნაჩვენებია სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტის, ალერგიული კონიუქტივიტის, ქავილით მიმდინარე დერმატოზების, ჭინჭრის ციების დროს.

პროდუქტის შესახებ

ალერტეკი ტაბლეტი 10მგ

შემადგენლობა:

​ალერტეკის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენება:

  • სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
  • ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით), კვინკეს შეშუპება.


უკუჩვენება:

პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ცეტირიზინისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:

არ ახდენს გავლენას ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე, მისი მიღება დასაშვებია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულების დროს (დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილე).


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია.
მკურნალობის დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.


დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი (10 მგ) - დილას;
6-12 წლამდე ბავშვებში – 1 ტაბლეტი (10 მგ) ერთჯერადად დილას ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 2-6 წლამდე ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი (5 მგ) ერთ მიღებაზე დილას ან 1/4 ტაბლეტი (2.5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს);
თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის განახევრება.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.


გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია;
ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევაში - აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება.
გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვს ტრანზიტორული ხასიათი.


ვარგისობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 4 წელი.
ინახება 10-25ოჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ცეტირიზინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ალერტეკი ტაბლეტი 10მგ #20