მასიჯენი ენერგია არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მატონიზირებელი ეფექტის მქონე ჟენშენისა და გუარანას ექსტრაქტებს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B5-ს და ვიტამინ PP-ს, რომლებიც ებრძვიან დაღლილობას და სისუსტეს.
მასიჯენი ენერგია 25მლ ფლაკონი N10
მასიჯენი ენერგია დამზადებულია ზუსტად შერჩეული და ხარისხიანი ნედლეული კომპონენტებით. იგი შეიცავს მატონიზირებელი ეფექტის მქონე ჟენშენისა და გუარანას ექსტრაქტებს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B5-ს და ვიტამინ PP-ს, რომლებიც ებრძვიან დაღლილობას და სისუსტეს. ფორმულა გამდიდრებულია არგინინით, კოფეინით და L-კარნიტინით, მოლეკულით, რომელიც ბუნებრივად არსებობს ჩვენს უჯრედებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების მეტაბოლიზმში ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინებს C-ს და E-ს აქვთ ანტიოქსიდანტური ფუნქცია, რაც ხელს უწყობს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან.
არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
ჩვენებები:
ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, სტრესი, დეპრესია, შფოთვა, ხანდაზმულებში კოგნიტური და კუნთოვანი სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, ოქსიდაციური სტრესი, რესპირაციული სისტემის ინფექციები, მეტაბოლური დარღვევები, ფიზიკური და მენტალური შრომისუნარიანის დაქვეითება, უნაყოფობა, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, გულსისხლძარღვთა სისტემის, თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სპორტსმენებში და ფიტნესის მოყვარულებში ფიზიკური შესაძლებლობების გასაზრდელად და კუნთოვანი სისტემის დაზიანების საპროფილაქტიკოდ.
აქტიური ნივთიერებების შემცველობა:
ვიტამინი C - 0.32მგ 100მლ-ზე; 80მგ დღიური დოზის შემცველობა (1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი B1 - 4.4მგ 100მლ-ზე; 1.1მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი B2 - 5.6მგ 100მლ-ზე; 1.4მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი B6 - 5.6მგ 100მლ-ზე; 1.4მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი B12 - 4.0მკგ 100მლ-ზე; 1.0მკგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (40% VNR)
ვიტამინი B5 - 24მგ 100მლ-ზე; 6მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი PP - 64მგ 100მლ-ზე; 16მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ვიტამინი E - 19.2მგ 100მლ-ზე; 4.8მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (40% VNR)
ფოლიუმის მჟავა - 0.4მგ 100მლ-ზე; 0.1მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (50% VNR)
ბიოტინი - 200მკგ 100მლ-ზე; 50მკგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); (100% VNR)
ჟენშენის თხევადი ექსტრაქტი - 2.0გ 100მლ-ზე; 0.5გ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); -
გუარანას მშრალი ექსტრატი - 80მგ 100მლ-ზე; 20მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); -
ლ-კარნიტინი - 0.4გ 100მლ-ზე; 0.1გ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); -
არგინინი - 0.4გ 100მლ-ზე; 0.1გ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); -
კოფეინი - 0.21გ 100მლ-ზე; 52.8მგ დღიური დოზის შემცველობა(1 გახსნილი ბოთლი); -
`VNR-საკვები ნივთიერების რეფერენსული მაჩვენებელი
კომპონენტები:
თავსახური: მალტოდექსტრინი; L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C); ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP); DL-ალფა-ტოკოფეროლი (ვიტამინი E); სიმინდის სახამებელი:
კალციუმის D-პანტოთენატი (ვიტამინი B5); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6); თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1); ციანკობალამინი (ვიტამინი B12); რიბოფლავინი (ვიტამინი B2);
პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა); D-ბიოტინი;
შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
ბოთლი: წყალი; ფრუქტოზა; ჟენშენის (Panax ginseng C.A. Mey.) ფესვის თხევადი ექსტრაქტი; L-არგინინის ასპარტატი; L-კარნიტინის ტარტრატი; კოფეინი; გუარანას (Paullinia cupana Kunth) თესლის მშრალი ექსტრაქტი; არომატიზატორი; მჟავიანობის რეგულატორები: ლიმონმჟავა, ფოსფორის მჟავა; დამატკბობლები: სუკრალოზა, სტევიოლის გლიკოზიდები მიღებული სტევიადან; კონსერვანტები: E202, E211; გამასქელებლები: ქსანთანის ფისი.
მიღების წესი: სასურველია მიიღოთ ერთი ფლაკონი დღეში ერთხელ ცარიელ კუჭზე ჭამამდე ან ჭამიდან 2 საათში. მოატრიალეთ თავსახური რეზერვუარი, რათა შიგთავსი ჩამოიყაროს ფლაკონში, შემდეგ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ (დაახლოებით 10 წამი), მოხსენით თავსახური და დაუყოვნებლივ მიიღეთ სითხე.
გაფრთხილებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თავსახურის გახსნის შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ მიღებამდე. ნატურალურ პროდუქტს შესაძლოა, გააჩნდეს ნებისმიერი სახის ნალექი.
შეიცავს კოფეინს: არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის.
შეინახეთ გრილ ადგილას. პროდუქტი მოარიდეთ სითბოს, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებასა და წყალთან შეხებას.
დანამატები არ უნდა ჩაითვალოს დაბალანსებული, მრავალფეროვანი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
მითითებული მინიმალური შენახვის ვადა ეხება დაუზიანებელ შეფუთვაში, სწორად შენახულ პროდუქტს.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მასიჯენი ენერგია
საკვები დანამატი შაქრით და დამატკბობლებით
10 პატარა ბოთლი 25 მლ თავსახურით
საერთო წმინდა შემცველობა 250 მლ
Marco Viti Farmaceutici S.p.A.
Via Tarantelli 13/15 - Mozzate (CO) -იტალია
წარმოებული და შეფუთულია ქარხანაში Via Galvani, 10 - Sandrigo (VI)
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „სმარტფარმი“