გამოიყენება ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის, მათ შორის, განვითარების ჩამორჩენის დროს.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.
ლუთეინი– მეტსახელად "თვალის ვიტამინი" კაროტინოიდული ანტიოქსიდანტის ტიპს წამოადგენს, რომელიც იცავს თვალის ქსოვილს სინათლის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ხსნის თვალის დაძაბულობას და აუმჯობესებს მხედველობას. გარდა თვალისა, ლუთეინი აუმჯობესებს მოზარდის კანისა და გულის განვითარებას.
ზაფრანა– ახასიათებს მატონიზებელი მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას რესპირაციული ინფექციების მიმართ. ასევე, ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის სისტემებზე.
მოცვი– შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – ანთოციანოზიდებს, რომელიც აუმჯობესებს უჯრედული მემბრანის სტრუქტურას, სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურას, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უშლის კოლაგენის დაშლას და ამკვრივებს კოლაგენის შემცველ ქსოვილებს, როგორიცაა მყესები, იოგები და ხრტილები. აძლიერებს ბადურის პიგმენტის წარმოქმნას, მხედველობის ნერვს იცავს დეგენერაციული პროცესებისაგან და აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. მოცვი ასევე მდიდარია ტანინებით, რომლებიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედებით.
სელენი– ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს სეზონური დაავადებებისგან. სელენი შეუცვლელი მინერალია ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში.
ტოკოფეროლი– მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და კაპილარულ სისხლჩაქცევებს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებასა და ფუნქციონირებისათვის. ტოკოფეროლს ასევე გააჩნია ანტიათეროგენული, ანტიკოაგულაციური, ნეიროპროტექტორული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული მოქმედება.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები– ტვინისთვის შეუცვლელი „სამშენებლო მასალა“, ხელს უწყობს კონცენტრაციისა და მეხსიერების უნარის გაუმჯობესებას, ამცირებს ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარების რისკს. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას. EPA და DHA სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
1 წლამდე ბავშვები 1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში
1-6 წლამდე ბავშვები 1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში
6 წლიდან ზემოთ ბავშვები და მოზრდილები 2 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება ჭამის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ, მზისგან დაცულ ან გრილ ადგილას. გახსნის შემდეგ პროდუქტი მოხმარებული შეიძლება იქნას 1 თვის განმავლობაში.