ლიპრიმარი ტაბლეტი 10მგ #30

ლიპრიმარი ტაბლეტი 10მგ #30

გერმანია

ფაიზერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ATORVASTATIN
მწარმოებელი: გერმანია
მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 და 10 ტაბ., შეფუთვაში 2 და 3 ბლისტერი.
1 ტაბ. ატორვასტატინი ....... 10 მგ
1 ტაბ. ატორვასტატინი........ 20 მგ
1 ტაბ. ატორვასტატინი ....... 40 მგ
1 ტაბ. ატორვასტატინი ....... 80 მგ

დამხმარე ნივთიერება:
კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატ 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, “ოპადრაი” თეთრი (0padry Whaite) YS-1 7040, სიმეთიკონის ემულსია, ფხვნილისებური ცვილი (მხოლოდ შემდეგი დოზებისთვის 10 მგ, 20 მგ და 40 მგ).

ჩვენებები:
დიეტასთან შეთავსებით პაციენტების სამკურნალოდ რომელთაც აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის მომატებული შემცველობა, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი, აპო-B და ტგ. და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის მომატებული შემცველობა პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (გენეტიკური ჰეტეროზიგოტით და არაგენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიით), კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიები (ტიპები II a და IIb ფედერიკსონის მიხედვით), ტგ-ს მომატებული შემცველობით სისხლის პლაზმაში (ტიპი IV ფრედერიკსონის მიხედვით) და პაციენტები დისბეტა ლიპოპროტენემიით (ტიპი III ფედერიკსონის მიხედვით), რომელთაც დიეტოთერაპია არ აძლევს ადექვატურ ეფექტს.
სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის შემცველობის შემცირებისათვის ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში დიეტოთერაპიის და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდების არასაკმარისი ეფექტურობის დროს.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში კლინიკურად გამოხატული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიპმტომების გარეშე, დისლიპიდემიის არსებობის ან არ არსებობისას, მაგრამ ზოგიერთი გულის იშემიური დაავადების რისკ-ფაქტორის შემთხვევაში, ისეთი როგორიცაა მწეველობა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დაბალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ან გულის იშემიური დაავადების ადრეული განვითარება ნათესავებში, პრეპარატი განკუთვნილია დასაწევად;
გულის იშემიური დაავადების რისკის განვითარება ლეტალური გამოსავლით ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი;
ინსულტის განვითარების რისკი;
სტენოკარდიის განვითარების რისკი და რევასკულარიზაციის აუცილებლობა.

მიღების წესი და დოზირება:
ლიპრიმარით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ვცადოთ მივაღწიოთ ჰიპერქლოლესტერინემიის კონტროლს დიეტის მეშვეობით, ფიზიკური ვარჯიშით და სხეულის წონის შემცირებით დიდი წონის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ძირითადი დაავადების მკურნალობით. პაციენტისათვის პრეპარტის დანიშვნის დროს აუცილებელია რეკომენდაცია სტანდარტულ ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე, რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის დროს.
პრეპარატს ღებულობენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის დოზა ვარირებს 10-დან 80 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, რომელსაც შეარჩევენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საწყისი შემცველობის გათვალისწინებით, თერაპიის მიზნით და ინდივიდუალური ეფექტით. მკურნალობის დასაწყისში ან/და ლიპრიმარის დოზის გაზრდის დროს აუცილებელია ყოველ 2-4 კვირაში მოხდეს სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის კონტროლირება და შესაბამისი გზით დოზის კორექტირება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ატორვასტატინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი