პროდუქტის შესახებ
ლავიენი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: გინგკო ბილობა 125 მგ, ალფა ლინოლის მჟავა 187.5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ძროხის ჟელატინი 96 მგ, ტიტანის დიოქსიდი 2 მგ, მაგნიუმის სტეარატი 8 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა E102 77.5 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ჩვენებები: აუმჯობესებს ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლისმიმოქცევას; ხელს უშლის უჯრედის მემბრანის ლიპიდების პეროქსიდაციას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი; აძლიერებს ენერგეტიკულ ცვლას თავის ტვინში, ზრდის მ-ქოლინორეცეპტორების მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, ამცირებს თავის ტვინის შეშუპებას; ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას; მონაწილეობს ნეირომედიატორების მეტაბოლიზმში; ზრდის ორგანიზმის, განსაკუთრებით თავის ტვინის ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გიდ, არითმიები, ენცეფალოპათია, იშემიური ინსულტი, თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლა; გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივი ცვლილებები, ნაადრევი დაბერება; მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის Mმოშლა; პერიფერიული პოლინეიროპათია; ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნეიროსენსორული დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, დიაბეტური პოლინეიროპათია, შაკიკი; ასთენიური მდგომარეობა; შაქრიანი დიაბეტი; ვენების ვარიკოზული გაგანიერება; პერიფერიული სისხლისმიმოქცევისა და მიკროცირკულაციის მოშლა; ერექციული დისფუნქცია.
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ორი ბლისტერი შეფუთვაში, თითოეულზე 15 კაფსულა. #30 კაფსულა შეფუთვაში
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: გრანდ მედიქალ პოლანდ სპ.ზო.ო. ვარშავა, პოლონეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124650
ჯენერიკი
გინკგო ბილობა+ალფალინოლის მჟ