ლაქტაპრევი წვეთები 15მლ ფლაკონი #1

ლაქტაპრევი წვეთები 15მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ჰონორ ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
ლაქტაპრევი
ფერმენტი ლაქტაზა, საკვები დანამატი-15მლ წვეთები

შემადგენლობა: ლაქტაპრევი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან: მისი მთავარი კომპონენტია-ფერმენტი ლაქტაზა.
ბოთლი შეიცავს: (15მლ) ლაქტაზას 8.535მლ, გლიცერინს-3.750მლ, წყალს-2.580მლ.
შემადგენლობა: ლაქტაზა-56.9%, გლიცერინი-25%, წყალი-17.2%, სტაბილიზატორი-კალიუმის ქლორიდი-0.9%.

ჩვენება: ლაქტაპრევი -საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტაზის უკმარისობა და ნაწლავური კოლიკა. გამოიყენება შიგნით ანუ პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.
ლაქტაპრევი შეიცავს მაღალაქტიურ, მცენარეული წარმოშობის ლაქტაზას, რომელიც მიღებულია Aspergillus oryzae-სგან. Aspergillus oryzae-წარმოადგენს ლაქტაზის სტაბილურ ბიოლოგიურ წყაროს. ლაქტაპრევი მდგრადია კუჭის მჟავე არეში და ინარჩუნებს აქტივობას PH მკვეთრი ცვალებადობის დროსაც.
ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში. ლაქტაპრევი გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური კვების დროს.
როდესაც უკვე ფერმენტი ლაქტაზა საკმარისად გამომუშავდება, შეგვიძლია ნელნელა შევწყვიტოთ საკვები დანამატის მიღება. ამ პერიოდში თუ სიმპტომები გამწვავდება უნდა დავუბრუნდეთ საწყის დოზირებას.
ლაქტაპრევი რეკომენდებულია დაემატოს რძეს, რომელიც არის ზომიერად თბილი ან ოთახის ტემპერატურის (არა ცივი და ცხელი რძისთვის).
ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც მოცემულია ანოტაციაში.
ლაქტაპრევი გამოყენებული შეიძლება იყოს, როგორც ხელოვნური კვების ფორმულაში, ასევე ბუნებრივი კვების დროს (დედის რძით).
დედის რძით: 60-90მლ დედის რძე უნდა ჩაასხან სტერილურ ჭურჭელში, დაამატონ 5-6 წვეთი ლაქტაპრევი და მისცენ ახალშობილს, ლაქტაციის გზით კვების დაწყებამდე, შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძონ ლაქტაცია.
ხელოვნური კვების ფორმულა: საკვები უნდა მოამზადონ ინსტრუქციის შესაბამისად, 60-90მლ-ს დაამატონ 5-6 წვეთი ლაქტაპრევი, დარწმუნდნენ რომ იგი რეკომენდებულ ტემპერატურაზეა. მიღებამდე უნდა აურიონ მასა.
დამზადებული ნარევი ინახება მაცივარში 4 საათის განმავლობაში.
გამონაკლისის შემთხვევაში, როდესაც ბავშვი უფრო მეტ დისკომფორტს გრძნობს, საკვები დანამატის წვეთები შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 9 წვეთით ცხრილში მითითებული დოზირების მიხედვით.
ლაქტაპრევი უნდა მოიხსნას თანდათანობით, მითითებული დოზის თითო წვეთით შემცირების გზით, სანამ მთლიანად ამოიღებენ მას. თუ კოლიკა ისევ გაუგრძელდა სასურველია დაუბრუნდნენ საწყის სქემას.
თუ ჩივილები არ მოიხსნა, სასურველია მიემართოს მკურნალ ექიმს.
15მლ ლაქტაპერვით შესაძლებელია მომზადდეს 37 კვება.

ასაკი რძის
რაოდენობა
ერჯერადი
მიღების დროს
მლ-ში კოლიპრევის
რაოდენობა
თითოეული
კვების
დროს ლაქტაზას
რაოდენობა
თითოეული
მიღების
დროს
ALU*
0-2 კვირა 60–90 5 წვეთი 750
3–4 კვირა 120 6 წვეთი 900
1–2 თვე 150 8 წვეთი 1200
3–4 თვე 180 9 წვეთი 1350
*1ALU=0.333მკლ ALU-ლაქტაზის ერთეული
1მლ=20 წვეთი 1წვეთი=150 ALU

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური მგრძნობელობა ლაქტაპრევის შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25?-ზე. გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში.

შეფუთვა: 15მლ ბოთლი, წვეთების სახით.

წარმოებულია: იმუნ უგ (IMUN UG) კომპანიისთვის, გერმანია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰონორ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლაქტაზას ფერმენტი
ფორმა
წვეთები
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი