ჩვენებები: კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება - ნაწლავების სპაზმების დროს. მიღების წესი და დოზირება:
კორვალოლი ინიშნება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე. უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გულის მძიმე ფორმის უკმარისობა; თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოების შესრულებისას რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვეევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.