პროდუქტის შესახებ
დასახელება - კადერმინი კრემი 50მლ ტუბი #1
ჩვენებები:
კანდიდერმი განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილის; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება.
კანდიდერმი გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან.
როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.
გვერდითი მოვლენები.
წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სიმშრალე, აქერცვლა, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერიმჭამელების გამონაყარი, კანის ჰიპერემია (ერითემა), ბუშტუკები, ეპიდერმისის აქერცვლა, ჩხვლეტა, შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპოქრომია, დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, ტელეანგიექსტაზია, კანის ატროფია, სტრიები.
დოზის გადაჭარბება.
ნიშნები და სიმპტომები.
დოზის გადაჭარბება კანდიდერმის გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა დიდ უბანზე კრემის დატანამ შეიძლება გამოიწვიოს ბეკლომეტაზონის და გენტამიცინის სისტემური აბსორბცია. პრეპარატის ხანგრძლივმა და გადამეტებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ფუნქციის დათრგუნვა და გამოვლინდეს კუშინგის სიმპტომები.
მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი სიმპტომური თერაპია. მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ელექტროლიტური ბალანსის კორექტირება. დოზის გადაჭარბების გამო მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო მისაღებ ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა.
არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა უნდა იქნას მიღებული დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
163893
ჯენერიკი
კოლოიდური მეტალური ვერცხლი+ქლორჰექსიდინი+სილიციუმის დიოქსიდი+ჰიალურონის მჟ+დიმეთიკონი