ჰილოქეა წვეთები თვალის 1მგ/1მლ 10მლ #1

ჰილოქეა წვეთები თვალის 1მგ/1მლ 10მლ #1

გერმანია

ურსაფარმი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ჰილო ქეარ 10მლ თვ/წვეთები

გამოყენება
ატენიანებს თვალის ზედაპირს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას მაგ, თვალის სიმშრალის
გამო ან ოპერაციის შემდეგ.
როდის უნდა გამოვიყენოთ HYLO CARE?
HYLO CARE განკუთვნილია მშრალი თვალის სამკურნალოდ
თვალის ზედაპირის - რქოვანა და კონიუნქტივა – აღდგენისა და საღი მდგომარეობის
შენარჩუნებისთვის, ისინი მუდმივად უნდა იყონ დატენიანებულ მდგომარეობაში. ჩვეულებრივ ეს
ხორციელდება ცრემლის მეშვეობით. თუმცა ზოგ შემთხვევებში ცრემლის რაოდენობა არ არის
საკმარისი ან დარღვეულია მისი შემადგენლობა. ასეთ შემთხვევებში ვითარდება თვალის შეწითლება,
ქავილი, უცხო სხეულისა და წვის შეგრძნება, ან თვალის დაღლილობა. ცრემლის არაადექვატური
მიწოდების ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მშრალი ან კონდიცირებულ ჰაერის პირობებში,
ისევე როგორც მედიკამენტიზური მკურალობის შედეგად ან ხანშიშესულ ასაკში.
კონიუნქტივისა და რქოვანას ეპითელური უჯრედები მუდმივად განიცდის აღდგენას და ეს პროცესი
უკეთესად მიმდინარეობს ტენიან გარემოში.

დოზირება
ნაბიჯი 1: მოხსენით ხუფი. ამისთვის დაიჭირეთ ხუფი ბოთლის ზემოთ და მეორე ხელით ბრუნვითი
მოძრაობით ჩაიტანეთ ბოთლი ქვემოთ. პირველ ჩაწვეთებამდე გადაბრუნეთ ბოთლი თავდაღმა და
რამდენჯერმე დააჭირეთ ფსკერზე პირველი წვეთის გამოსვლამდე. ახლა ბოთლი მზადაა
ხმარებისათვის.
ნაბიჯი 2: დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა, დაადეთ ცერი ბოთლის ზედა ნაწილს, ხოლო სხვა თითები
ძირს
ნაბიჯი 3: ბოთლის დაჭერაში მიახმარეთ მეორე ხელიც, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ნაბიჯი 4: გამოყენების დროს არ შეეხოთ ბოთლის წვერით თვალს ან კანს. ოდნავ უკან გადახარეთ
თავი, ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. ენერგიულად და სწრაფად დააჭირეთ ბოთლის
ძირს, რითაც გააქტიურდება მექანიზმი ერთი წვეთის გამოსასვლელად.სპეციალური ჩOMOD სისტემის
სარქვლის გამო თითოეული წვეთის ზომა და სისქე არის მუდმივად ერთნაირი მიუხედავად ბოთლის
ძირზე მიყენებული ზეწოლისა. ნელნელა დახუჭეთ თვალი, რათა სითხე თანაბრად გავრცელდეს
ნაბიჯი 5: დაახურეთ ბოთლს თავსახური სწრაფად და ფრთხილად. დარწმუნდით, რომ საწვეთარის
ბოლო არის მშრალი.

რა სიხშირით და ხანგრძლიობით შეიძლება HYLO CARE გამოყენება?
ჩვეულებრივ HYLO CARE გამოიყენება 3ჯერ დღეში თითოეულ თვალში. თუ იყენებთ უფრო ხშირად ან
თქვენი ჩივილები გრძელდება კვირაზე მეტ ხანს მიაკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ურსაფარმი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+დექსპანთენოლი
დოზა
1მგ/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი