ჰილო ფრეში წვეთები თვალის 10მლ #1

ჰილო ფრეში წვეთები თვალის 10მლ #1

გერმანია

ურსაფარმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ჰილო ფრეში

შემადგენლობა: 1 მლ ჰილო ფრეში შეიცავს 0.3მგ ნატრიუმის ჰიალურონატს, ეფრაზიას - ორიგინალურ ბუნებრივ ნაყენს,ბორის მჟავას, ბორაქსს და საინექციო წყალს

გაღიზიანებული თვალის დასამშვიდებლად

ჰილო ფრეში გაღიზიანებული თვალის დასამშვიდებლად თვალის გაღიზიანება და სიმშრალე შეიძლება იყოს გამოწვეული გარე გამაღიზიანებელი სტრესით, როგორებიცაა კონდიციონერთან ყოფნა, კომპიუტერთან ხანგრძლივად ყოფნა, მშრალი კლიმატი, ძლიერი მზის სხივები, მტვრიან გარემოში მუშაობა და კონტაქტური ლინზების ტარება. ასწლეულების მანძილზე Euphrasia officinales პრეპარატები ტრადიციულად გამოიყენებოდა თვალის შეწითლების, ცრემლდენის, ქუთუთოების შეშუპების და სიწითლის დროს. გარდა ამისა, ჰილო ფრეში შეიცავს ჰიალურინის მჟავას Hნატრიუმის მარილს, რომელიც ზრდის დამატენიანებელი სითხის სიბლანტეს და ამიტომ თვალის ზედაპირზე სითხე დიდხანს რჩება. წვეთები თვალში ამშვიდებს გაღიზიანებულ თვალებს და ქუთუთოებს და იძლევა ცრემლის დამცავი მოქმედების ეფექტს.
ჰილო ფრეში კურნავს თვალის სიმშრალის ყველა გამოვლინებას მაგ. ცრემლის გამოყოფის შემცირებასაც.
ასევე ატენიანებს თვალს კონტაქტური ლინზების ტარებისასაც
რადგან ჰილო ფრეში არ შეიცავს კონსერვანტებს იგი ჩვეულებრივ იოლი ასატანია. ჰილო ფრეში არ არის ფოსფატები, რის გამოც კონიუნქტივის პარკშიდანალექის წარმოშობა არ არის შესაძლებელი

არ გამოიყენოთ ჰილო ფრეში თუ დამცავი შეფუთვის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.
ნაბიჯი 1: მოხსენით ხუფი. ამისთვის დაიჭირეთ ხუფი ბოთლის ზემოთ და მეორე ხელით ბრუნვითი მოძრაობით ჩაიტანეთ ბოთლი ქვემოთ. პირველ ჩაწვეთებამდე გადაბრუნეთ ბოთლი თავდაღმა და რამდენჯერმე დააჭირეთ ფსკერზე პირველი წვეთის გამოსვლამდე. ახლა ბოთლი მზადაა ხმარებისათვის.
ნაბიჯი 2: დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა, დაადეთ ცერი ბოთლის ზედა ნაწილს, ხოლო სხვა თითები ძირს
ნაბიჯი 3: ბოთლის დაჭერაში მიახმარეთ მეორე ხელიც, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ნაბიჯი 4: გამოყენების დროს არ შეეხოთ ბოთლის წვერით თვალს ან კანს. ოდნავ უკან გადახარეთ თავი, ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. ენერგიულად და სწრაფად დააჭირეთ ბოთლის ძირს, რითაც გააქტიურდება მექანიზმი ერთი წვეთის გამოსასვლელად.სპეციალური COMOD სისტემის სარქვლის გამო თითოეული წვეთის ზომა და სისქე არის მუდმივად ერთნაირი მიუხედავად ბოთლის ძირზე მიყენებული ზეწოლისა. ნელნელა დახუჭეთ თვალი, რათა სითხე თანაბრად გავრცელდეს
ნაბიჯი 5: დაახურეთ ბოთლს თავსახური სწრაფად და ფრთხილად. დარწმუნდით, რომ საწვეთარის ბოლო არის მშრალი. Gამოყენებისას არ დაუშვათ ბოთლის წვერის შეხება თვალთან ან კანთან.
სამედიცინო პროდუქტის გამეყენების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით მწარმოებელს.
ბოთლი შეიცავს 10მლ ხსნარს, რომელის შეესაბამება 300 წვეთს. ტექნიკური მიზეზების გამო ხსნარის მცირე რაოდენობა რჩება ბოთლში.
ჰილო ფრეში გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
ჰილო ფრეში მოწოდებულია თქვენთვის, რადგან სხვები მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა არ იყენებენ მას.

ჰილო ფრეში გამოყენება დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ იწვეთებთ 1 წვეთს 3ჯერ დღეში თითოეულ თვალში. თუ აუცილებელია შეიძლება დამოიყენოთ უფრო ხშირადაც. თუ იყენებთ უფრო ხშირად (მაგ. 10-ჯერ მეტად) მიმართეთ თქვენს ექიმს. ჰილო ფრეში მოწოდებულია ხანგრძილი ვი მკურნალობისთვის, თუმცა თუ თქვენი ჩივილები გრძელდება ან რთულდება მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ შეინახოთ 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.
ჰილო ფრეში შეიძლება გამოყენებულ იქნას გახსნიდან 6 თვის მანძილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ურსაფარმი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰიალურონატ ნატრიუმი+ეფრაზია
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი