ბიოლოგიურად აქტიური დანამატები - სასურსათო ნარევები და სასურსათო მაკორეგირებელი დანამატები
გუანორმი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები - სასურსათო ნარევები და სასურსათო მაკორეგირებელი დანამატები
რას შეიცავს გუანორმი?
გუანორმი შეიცავს გუარის თესლის ფხვნილს, გლუკომანანსა და აკაციის ფისს. აძლიერებს დანაყრების შეგრძნებას, რაც თავიდან აგაცილებთ „ჭარბ კვებას“. ის ხელს უწყობს ნივთიერება ცვლის გააქტიურებას და შესაბამისად იწვევს წონის კორექციას. ამცირებს ნახშირწყლებისა და ცხიმების შეწოვას , რითაც მონაწილეობს შაქრისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. გუანორმი აწესრიგებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას.
შემადგენლობა:
თითოეული პაკეტი შეიცავს:
• გუარის თესლი 1000მგ
• გლუკომანანი (კონჟაკის თესლის ექტრაქტი) 1000მგ
• გუმიარაბიკი -აკაციის ხის ფისი 500მგ
• ფრუქტოოლიგოსაქარიდი 250 მგ
• არაბინოგალაქტანი 250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
• ამცირებს ტკბილეულისადმი ლტოლვას;
• ამცირებს მადას;
• ხელს უწყობს სხეულის წონის კორექციას და ასტაბილურებს
დაკლებულ წონას;
• ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ოპტიმიზაციას;
• მაღალი ადსორბენტული მოქმედების შედეგად ხელს უშლის ნაწლავებიდან
ქოლესტერინის და ცხიმების შეწოვას, რითაც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და
გლუკოზის დონეს;
• არეგულირებს სისხლში თავისუფალი ტრიგლიცერიდების დონეს;
• ასტაბილურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის pH-ს და ხელს უწყობს მის გამართულ
ფუნქციონირებას;
• ხელს უწყობს ნაწლავების დეტოქსიკაციას (აქვს მძიმე მეტალების, ქოლესტერინის,
საკვების საღებავების, ცხიმების და სხვა მავნე ნივთიერებების შეკავშირების უნარი,
რაც ხელს უშლის მათ წვრილ ნაწლავში შეწოვას და ორგანიზმიდან უვნებლად
გამოდევნას);
• აუმჯობესებს ინსულინის გამომუშავებას;
• არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას (ასტიმულირებს ბიფიდო- და
ლაქტობაქტერიების ზრდას და მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავების სინთეზს.
ინარჩუნებს ნაწლავურ მიკროფლორას ანტიბიოტიკოთერაპიის პირობებში);
• აუმჯობესებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს.
პრეპარატში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ:
• ზომიერად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
• გასტროპროტექტორული მოქმედება;
• მემბრანოპროტექტორული მოქმედება.
როდის გამოვიყენოთ გუანორმი?
გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვს, წონის კორექციისა და მადის დასაქვეითებლად, დაკლებული წონის შესანარჩუნებლად, ცხიმების და შაქრების ცვლის დასარეგულირებლად და ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად. ამცირებს დემპინგ სინდრომის რისკს, არ იწვევს მიჩვევას.
მიღების წესი:
გუანორმი მიიღება ჭამამდე 30წთ-1სთ-ით ადრე დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
პაკეტში არსებული ფხვნილი მოათავსეთ ჭიქაში , დაასხით 200მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი და კარგად მოურიეთ ან შეიკის დახმარებით შეანჯღრიეთ. მიიღეთ ხსნარის მომზადებისთანავე.
გუანორმის მიღების კურსი ინდივიდუალურია და განისაზღვრება სპეციალისტის მიერ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას:
მონაცემები იმის შესახებ, რომ გუანორმს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.
ჭარბი დოზირება:
თანმხლები მოვლენები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
მწარმოებელი კომპანია:Fortex Nutraceuticals Ltd
მწარმოებელი ქვეყანა:ბულგარეთი
გამოშვების ფორმა:5გ. ერთჯ. პაკ.N30, მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ)