გიოქსიზონი მალამო (30გრ+10მგ)/1გრ 10გრ ტუბი #1
გიოქსიზონი მალამო (30გრ+10მგ)/1გრ 10გრ ტუბი #1

გიოქსიზონი მალამო (30გრ+10მგ)/1გრ 10გრ ტუბი #1

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა (100გ): აქტიური ნივთიერება-ჰიდროკორტიზონის აცეტატი 1გ; ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი 3გ; არააქტიური ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; ვაზელინი.

ჩვენებები: კანის დაავადებები, რომლებიც ემორჩილებიან გლუკოკორტიკოსტეროიდულ თერაპიას და გართულებულია მეორადი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. დერმატიტი (ალერგიული, კონტაქტური, სებორეული, მზის, ატოპიური), ეგზემა,ზედაპირული დამწვრობა და მოყინვა, მწერების ნაკბენები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისმიმართ, კანის სიმსივნეები კიბოს წინა მდგომარეობები, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების ფართო კერებზე გამოყენებისას).

გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება ადგილობრივად, გარეგანად. მალამოს წასმა ხდება 0,5-1გ რაოდენობით, თხელ ფენად, კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-3-ჯერ დღეში, ან სტერილური მარლის სახვევის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შესაძებელია ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივად ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების (გსკ) სისტემური გვერდითი მოვლენები. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლებელია ტელეანგინექტაზიები, კანქვეშა უჯრედის ატროფია პირის არეში.

განსაკუთრებული მითითებები: გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს არ შეიძლება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან რაიმე სხვა სახის იმუნიზაცია (გსკ იმუნოდეპრესორულ ეფექტთან დაკავშირებით).
ბავშვებში უნდა მოერიდონ პრეპარატის წასმას ფართო ზედაპირებზე და ოკლუზიური სახვევების ქვეშ. სახის კანზე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს მოკლეხნიანი მაღალი შეწოვისა და გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ხდება პრეპარატის გამოყენება.

გამოყენება ბავშვებში: პრეპარატის გამოყენება ხდება ბავშვთა ასაკში, ყველა ზემოხსენებული მითითებების გათვალისიწინებით.

ზემოქმედება ავტომობილისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ან რთული მექანიზმების მართვაზე.

დოზის გადაჭარბება: არ არის აღწერილი პრეპარატის ერთჯერადად ზედოზირების შემთხვევები, თუმცა არ შეიძლება პრეპარატის ხარგრძლივი გამოყენება.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალი შეფუთვით, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შეფუთვა: 10გ მალამო ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ოქსიტეტრაციკლინი+ჰიდროკორტიზონი
დოზა
(30გრ+10მგ)/1გრ
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი