ფუროსემიდი ტაბლეტი 40მგ  #50

ფუროსემიდი ტაბლეტი 40მგ #50

ბელარუსი

ბორისოვო
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Furosemidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები
მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი;
1 ტაბლეტი ფუროსემიდის 40 მგ-ს შეიცავს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, მაკროგოლი 6000, ლაქტოზა მონოჰიდრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
დიურეზული საშუალება.

გამოყენების მეთოდები და დოზები.
ფუროსემიდი ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დოზა შეირჩევა დაავადების სიმძიმის და ეფექტის გამოხატულობის მიხედვით. პერორალურად ღებულობენ 40 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ დილით. არსაკმარისი მოქმედებისას დოზას ზრდიან 80 – 160 მგ-მდე დღეში (2-3-ჯერ 6 საათიანი შუალედით). შეშუპებების შემცირებისას ინიშნება უფრო მცირე დოზებში 1-2 დღის შუალედით. მაქსიმალური დოზა 160 მგ-ს შეადგენს.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში დღეში 80 მგ-ს შეადგენს, ორ მიღებად. ის პაციენტის მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს, არასათანადო ეფექტისას საჭიროა სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად დანიშვნა. გულის თანმხლები უკმარისობიბისას დღიური დოზა შეიძლება 80 მგ-მდე გაიზარდოს.
3 წლის და ზემოთ ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზა, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ პერორალურად მიღებული, შეადგენს 4 – მგ/კგ-ს 1-4-ჯერ. ყველაზე ძლიერი შარდმდენი ეფექტი პირველი 3-5 დღის განმავლობაშია. შეშუპებების გაქრობის შემდეგ გადადიან ფუროსემიდის დროგამოშვებით მიღებაზე – დღეგამოშვებით ან კვირაში 1-2-ჯერ.
თუ ადრე ბავშვი ფუროსემიდს ან სხვა შარდმდენებს არ ღებულობდა, მაშინ არ არის საჭირო დიურეზულის დანიშვნა საშუალო დღიური დოზით. თავდაპირველად საჭიროა გამოვიყენოთ დიურეზული დოზით, რომელიც საშუალო დღიური დოზის ფ - ქ -ს შეადგენს, ხოლო შემდეგ, თუ დიურეზული ეფექტი არ არის, დოზა უნდა გავზარდოთ. ბავშვებისათვის საწყისი დოზა 2 მგ/კგ-ს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 1-2 მგ/კგ-მდე.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია, და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, დიურეზული ეფექტით განპირობებული.
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერემია, კანის ქავილი, ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, სმენის, მხედველობის შექცევადი დარღვევები, პარესთეზიები, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შეიძლება განვითარდეს თავბრუ, დეპრესია; კუნთების სისუსტე, წყურვილი, დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი; ტრანზიტორული ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, პოდაგრის გამწვავება, ცალკეულ შემთხვევებში ჰიპერგლიკემია, მდგომარეობის გაუარესება ობსტრუქციული უროპათიის დროს.

უკუჩვენებები.
მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, შარდგამომყოფი გზების მექანიკური გაუვალობა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტური კომა; წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ალკალოზი); ორსულობის პირველი ნახევარი, პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სულფონილამიდების მიმართ), ანურია, პოდაგრა, დეკომპენსირებული არტერიული ან მიტრალური სტენოზი; გამოხატული ჰიპოტენზია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევით, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის დაღმავალი ტრაქტის ობსტრუქციით, წითელი მგლურა. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ფუროსემიდი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი