ფრიქს 1 (მენსტრუალური რეზერვუარი) ზომა-S #1
ფრიქს 1 (მენსტრუალური რეზერვუარი) ზომა-S #1

ფრიქს 1 (მენსტრუალური რეზერვუარი) ზომა-S #1

ესპანეთი

ვივოფარმა
პროდუქტის შესახებ
ფრიქსი, მენსტრუალური თასი

შემადგენლობა: სამედიცინო სილიკონი.

ჩვენებები: მენსტრუაცია, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ. ფრიქსი ინახავს დიდი მოცულობის სითხეს, „კუდი“ აადვილებს მის ევაკუაციას.

დოზირება და მიღების წესი: თუ ქალი რეგულარულად ვარჯიშობს, საჭიროა მცირე ზომის ფრიქსი, თუ არა საშუალო ან დიდი ზომის ფრიქსი. საკეისრო კვეთის შემდგომ რეკომენდირებულია მცირე ან საშუალო ზომის ფრიქსის გამოყენება. 18 წლამდე ასაკში, არანამშობიარებ ქალებში ნაჩვენებია S ზომა, 18-35 წლის ასაკში S ან M ზომა, ხოლო 35 წლიდან ზემოთ M ზომა. ფიზიოლოგიური მსობიარობის შემდეგ ქალებში 18 წლამდე რეკომენდირებულია S ან M ზომა, 18 წლის ასაკიდან ზემოთ M ან L ზომა. საკეისრო კვეთის შემთხვევაში 18 წლამდე ასაკში რეკომენდირებულია S ზომა, 18-35 წლის ასაკში S ან M ზომა, ხოლო 35 წლიდან M ან L ზომა. ფრიქსის შეყვანისას უნდა მოხდეს სიმშვიდის შენარჩუნება, მოდუნება. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ფრიქსის გასტერილება თავისივე კონტეინერში. ამისათვის კონტეინერში ფრიქსის მოთავსების შემდეგ უნდა მოხდეს მისი წყლით შევსება და სარქველის დაფარება ოდნავ ღია მდგომარეობაში. კონტენინერი უნდა მოთავსდეს მიკროტალღურ ღუმელში ან რაიმე, სპეციალურ წყლით სავსე ჭურჭელში და მოთავსდეს ცეცხლზე. სტერილიზაცია გრძელდება 1 წუთს. შემდგომ უნდა გადმოიღვაროს წყალი კონტეინერიდან ისე რომ ფრიქსი დარჩეს და გამოშრეს შიგნით. ფრიქსის საშოდან გამოსაღებად გამოიყენება მისი კუდი. კერძოდ კი საჭიროა ქალმა თითებით მოუჭიროს ფრიქსის ფსკერს, ამით ირღვევა ის ვაკუუმის სივრცე რაც არსებობს საშოში, შემდეგ კი კუდის დაქაჩვით გამოიღება საშოდან. ფრიქსი საშოში ყოვნდება 12 საათს. ფრიქსის გამოყენებისას ქალს შეუძლია დაკავდეს სპორტის ნებისმიერი სახეობით ან იაროს აუზზე, გამონადენის არსებობის გარეშე.

გვერდითი მოვლენები: არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და საშოს სიმშრალეს. ინფექციების განვითარების რისკი დაყვანილია 0%-მდე.

განსაკუთრებული მითითებები: დამზადებულია ბიოლოგიური-სამედიცინო სილიკონით, არ შეიცავს ქიმიურ და კანცეროგენულ მინარევებს. აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის. აბსოლუტურად ბიოლოგიურად ერგება ორგანიზმს, ისე, რომ არ იწვევს დისკომფორტს და არ გააჩნია ალერგიული რეაქციები.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #1 მენსტრუალური თასი, კონტეინერი, რომელიც გამოიყენება ფრიქსის სტერილიზაციისა და შენახვისათვის. ფრიქსი შედგება განიერი გვირგვინისაგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის საშოს კედლებს და არის კარგი პირობა ვაკუუმისთვის. მას მოჰყვება შევიწროვებუიყელი, გამორიცხავს შიგთავსის გადმოღვრას და მონაწილეობს ასევე ფრიქსის ფიქსაციაში ევრტიკალური მდგომარეობის დროს. ფრიქსს აქვს ასევე 4 დანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს ევაკუაციის დროს ვაკუუმის სივრცის გარღვევას, აქვს მოცულობის განსაზღვრის ნიშნული და სილიკონის კუდი. S ზომის დიამეტრია 38 მმ, ნიშნული 15 მლ, ტევადობა ხვრელამდე შეადგენს 17 მლ-ს. ტევადობა ზედა კიდემდე 22 მლ. ფრიქსის სიგრძე 46 მმ, კუდის სიგრძე 70მმ. M ზომა: დიამეტრი 42 მმ, ნიშნული 20 მლ, ტევადობა ხვრელამდე 23.5 მლ, ზედა კიდემდე 30 მლ, ფრიქსის სიგრძე 51 მმ, კუდის სიგრძე 70 მმ. L ზომა: დიამეტრი 46 მმ, ნიშნული 30 მლ, ტევადობა ხვრელამდე 33 მლ, ზედა კიდემდე 42 მლ, ფრიქსის სიგრძე 56 მმ, კუდის სიგრძე 70 მმ.

ვარგისიანობის ვადა: ექსპლუატაციის ავდაა 10 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ინ ვივო ფარმა, წარმოებულია ესპანეთში
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვივოფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი