ვიტამინი ფიქს დ3+ K2 ტაბლეტი 4000სე+45მკგ #60

ვიტამინი ფიქს დ3+ K2 ტაბლეტი 4000სე+45მკგ #60

საბერძნეთი

უნი-ფარმა კლეონი
პროდუქტის შესახებ
D3 fix+K2
(ქოლეკალციფეროლი+მენაქოლინ-4)
საკვები დანამატი
4000 IU ვიტამინი D3 + 45მკგ ვიტამინი K2

შემადგენლობა: D3 fix+K2 კომბინაცია:
ვიტამინი D3 100მკგ (4000 IU)
2000% NRV*
ვიტამინი K2 45მკგ
(60% NRV*)
*NRV-კვებითი ღირებულება

შესაფერისი პროდუქტის შერჩევა ხდება სისხლის შრატში D ვიტამინის დონის განსაზღვრის შემდეგ. დოზირების სქემა იცვლება მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინი D3 და K ცხიმში ხსნადი ვიტამინებია და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში.
ვიტამინი D3 წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი რადიაციიის ფოტოლიტიკური რეაქციის შედეგად.
ვიტამინი K არის ბოქიმიური რეაქციების კოფაქტორი, ის გვხვდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში და რძის პროდუქტებში.

ჩვენება: ვიტამინი D3 ხელს უწყობს: კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ აბსორბციას-უტილიზაციას; სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შეარჩუნებას; ნორმალური ძვლების და კბილების ჩამოყალიბებას; კუნთოვანი და ნერვული სისტემებისს ნორმალურ ფუნქციონირებას; იმუნური სიტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; უჯრედის დაყოფის პროცესს; ვიტამინი K2 ხელს უწყობს: სისხლის ფიზიოლოგიურ შედედებას; ძვლის ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას-შენარჩუნებას.

დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად. რადგან ეს ორივე ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი, ცხიმიანი საკვები ეხმარება ორგანიზმს მათ შეთვისებაში. ცხიმიან საკვებად ითვლება: ცხიმიანი რძე და იოგურტი, ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი და სხვა), თხილი, ნიგოზი და ზეითუნის ზეთის შემცველი საკვები.

სიფრთხილის ზომები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის.

ორსულობის, ლაქტაციის და სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ (15-25C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მზის და სინათლის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: უნი-ფარმა კლეონ ტსეტის ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს ს.ა. (UNI-PHARMA KLEON TSETIS Pharmaceutical Laboratories S.A.), საბერძნეთი.

www.uni-pharma.gr
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნი-ფარმა კლეონი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+მენახინონი /ვიტ კ-2/
დოზა
4000სე+45მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი