ვიგანტოლი- VFM (ვიტ დ3) წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1
ვიგანტოლი- VFM (ვიტ დ3) წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

ვიგანტოლი- VFM (ვიტ დ3) წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა (1მლ): აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,5მგ (20000სე); დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირას ზეთი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი.

სპეციალური მითითება: 1მლ ხსნარი შეიცავს 20 000სე ქოლეკქლციფეროლს;1მლ ხსნარში 40 წვეთია; 1წვეთი შეიცავს 500სე ქოლეკქლციფეროლს.

ვიგანტოლ-VFM რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D3 ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის. ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს განაპირობებს საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება. ვიგანტოლ-VFM წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს: კბილებისა და ძვლების გამაგრებაში; დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში; ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში; იმუნიტეტის შენარჩუნებაში; ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში; რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში; კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში; ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებაში.

შიგნით ანუ პერორალური მიღებისას ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) თითქმის მთლიანად (80%-მდე) შეიწოვება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში წვრილი ნაწლავის შუაგულში მიცელარული ნაერთების წარმოქმნის გამო. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ იკლებს, დიდხანს რჩება მუდმივ დონეზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმაა ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთია, რომელიც სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. ვიტამინი D3 შემცველობის ნორმალიზება განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. 

მიღების წესი და დოზირება: მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის ბად-ის ვიგანტოლ-VFM რეკომენდებული საპროფილაქტიკო სადღეღამისო დოზაა: 1 წვეთი (500სე) ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 6 თვე. პრეპარატის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე (სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით). დოზის გაზრდა 2 წვეთამდე (1000სე-მდე) რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროებისას.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულებმა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედებმა ვიგანტოლ-VFM უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა: 10მლ ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონში საწვეთურით, რომელიც თავდახურულია პოლიპროპილენის ხსრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება 15-25C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, ფლაკონის პირველადი გახსნის შემდგომ პრეპარატი ვარგისია 3 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 10მლ ზეთოვანი ხსნარი საწვეთურიან ფლაკონში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“ (საქართველო).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
20000სე/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი