გამოიყენება ბოდიბილდინგის, გულის იშემიური დაავადებების, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
ქრომი (ქრომის პიკოლინატი) – 500მკგ
მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
ქრომის პიკოლინატი წარმოდგენილია სამვალენტიანი, ბიოლოგიურად აქტიური, ხელატური ფორმით, პიკოლინატის სახით. პიკოლინატი ყველაზე ეფექტურ ხელატორს წარმოადგენს მინერალებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ, სოლგარის ქრომი გამოირჩევა ორგანიზმის მიერ ყველაზე მაღალეფექტური შეწოვის და ათვისების უნარით.
ქრომი ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას. ქრომი ახორციელებს სისხლში გლუკოზის (20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს), ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას). ეს მიკროელემენტი მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში, ასევე, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას. ქრომი უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი თვისებებისა, ქრომი მონაწილეობს ჰემატოპოეზის პროცესში. იგი აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას. ეს მიკროელემენტი ასევე ხელს უწყობს ზრდის პროცესს და ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში.
ქრომის დეფიციტი
ქრომის ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორები:
მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
მიღება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინაციაში სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პროდუქტის მიღება. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დიაბეტით და ჰიპოგლიკემიით დაავადებულ პირთათვის პროდუქტის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.