სალუტემი ხსნარი ორალური 1000სე/10წვ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 - 50000 IU (1000 UI/10 წვეთი ).
დამხმარე ნივთიერებები: ზეითუნის ზეთი-13.56 გრ., ტოკოფეროლის ნაზავი-0.008 გრ.
სპეციალური მითითება:
10 წვეთი შეიცავს 1000 UI ქოლეკალციფეროლს.არ შეიცავს შაქარს.
სალუტემ D3 რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის.ის წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს:
- კბილებისა და ძვლების გამაგრებაში
- დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში
- იმუნიტეტის შენარჩუნებაში
- ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში
- რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში
- კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში
- ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზაციაში
გამოყენების ჩვენება:
- რაქიტი
- D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობები )
- ოსტეოპოროზი (სხვადასხვა გენეზის)
- ოსტეომალაცია (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღებაზე უარი დიეტის დაცვის ფონზე)
- ჰიპოპარათირეოზი
მიღების წესი და დოზირება:
- 4 -14 წლამდე - რაქიტის შემთხვევაში ინიშნება 10 წვეთი დღეში ჭამის დროს
- 14 წლიდან D ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის საპროფილაქტიკო დოზა - 10 წვეთი დღეში.
სხვა შემთხვევაში - 20 - 30 წვეთი დღეში.
პრეპარატი გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს. მიღების ხანგრძლივობას და დოზირებას განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე.
გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები:
ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.