პანდევიტი წარმოადგენს D ვიტამინის წყაროს ძვლებისა და კბილების სიმტკიცისთვის, კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად. ის ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა, ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის წნევის რეგულირებაში.
რეკომენდაცია: 16–დან 70 წლამდე ასაკში – 1 კაფსულა 2 დღეში ერთხელ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 70 წლის ზემოთ – 1 კაფსულა ერთხელ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ნუ მიიღებთ პანდევიტს პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ტუბერკულოზის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის დროს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0C-ისა.