გამოიყენება ახალი ინფორმაციის მიღება-ათვისების, დატვირთული სამუშაო განრიგის დროს.
ანტარქტიკული კრილის ცხიმი (Euphausia superba Dana) – 590 მგ
ფოსფოლიპიდები – 330 მგ
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA/DHA) – 159 მგ (89 მგ / 41.3 მგ)
ასტაქსანტინი – 50 მკგ
რეკომენდებულია 12 წლიდან (მოზარდი, აბიტურიენტი, სტუდენტი), ვისაც უწევსახალი ინფორმაციის მიღება-ათვისება, მოზრდილები და უფროსები-დატვირთული სამუშაო განრიგის მქონე პირები, რომლებსაც დღის განმავლობაში უწევთ დიდი ოდენობით ინფორმაციის მიღება და ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა; გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, რეპროდუქციული და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის, ხანდაზმულ პირთათვის, რომლებიც უჩივიან კოგნიტურ დისფუქნციას - გაუარესებული აქვთ მახსოვრობა, უჭირთ ინფორმაციის გახსენება; მხედველობის აპარატის მხარდასაჭერად, კანის სხვადასხვა პრობლემების დროს; სპორტსმენებში კუნთოვანი ძალისა და ენერგიის მხარდასაჭერად. ღვიძლის პრობლემებისას, ჭარბწონიანი ან წონის.
რედ ოილი - ანტარქტიდის კრილის ზეთიდან მიღებულ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების წყარო, წარმოდგენილია განსხვავებული ფოსფოლიპიდური ფორმით, შეიცავს ბუნებრივ ძლიერ ანტიოქსიდანტს ასტაქსანტინს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, იმუნური სისტემის, მხედველობის ორგანოს, კანისა და მთლიანად ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციობას.
რედ ოილი წარმოადგენს ახალი თაობის, თევზის ქონზე მეტად ეფექტურ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. კრილი მოიპოვება ანტარქტიდის ცივი ოკეანის ყველაზე სუფთა წყლებში. თევზის ქონისაგან მიღებული ომეგა 3-ისგან განსხვავებით, კრილის ზეთის ომეგა 3 წარმოდგენილია ფოსფოლიპიდების სახით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ბიოათვისებით, ორგანიზმისა და უჯრედების მხრიდან ადვილად ამოცნობით, უკეთესი შეწოვით. ეს კი „რედ ოილს“ ომეგა 3-ის უფრო ეფექტურ წყაროდ აქცევს. „რედ ოილი“ შეიცავს ბუნებრივ, უძლიერეს ანტიოქსიდანტს ასტაქსანტინს, რომელიც ზეთს ანიჭებს ნათელ წითელ ფერს, ერთის მხრივ, ამცირებს ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესის შედეგად გამოწვეულ შედეგებს, მეორე მხრივ, ის ინარჩუნებს პროდუქტს სუფთად და არ ხდება კონსერვანტების გამოყენების საჭიროება. რედ ოილი ™-ის სისუფთავისა და ხარისხის პროცესს აკონტროლებს ველური ბუნების მსოფლიო ფონდი და დამოწმებულია MSC-ის მიერ. თევზის ქონის განხვავებული ფორმა ძლიერი ანტიოქსიდანტთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მემბრანების მთლიანობასა და ორგანიზმის ნებისმიერი სისტემის ჯანსაღი ფუნქციობის მხარდასაჭერად: აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას და ხელს უწყობს კოგნიტური უნარის სტიმულირებას - დადებითად მოქმედებს ინფორმაციის აღქმის, სივრცული და სერიული მახსოვრობის ფორმირებაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვ-კუნთოვანი სისტემის გამართულ ფუნქციობას აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემის ფუნქციას, უზრუნველყოფს მეტაბოლური პროცესებისა და ქოლესტერინის დონის რეგულირებას, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილეს და იცავს მხედველობის აპარატს, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციობაზე და უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს, დადებით გავლენას ახდენს კანისა და კანის დანამატების სიჯანსაღეზე.
რეკომენდებულია 12 წლიდან მოზარდებისა და მოზრდილებისთვის,
მხოლოდ 1 კაფსულა დღეში; თუ თქვენ პირველად იღებთ რედ ოილი-ს, რეკომენდებულია 2 კაფსულა დღეში 4 კვირის განმავლობაში;ეს მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზმში გაიზარდოს EPA/DHA-ს საბაზისო კონცენტრაცია. თუ თქვენს რაციონში არ შედის თევზეული ან ზღვის პროდუქტები, მიიღეთ რედ ოილი-ის 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; მიღების ხანგრძლივობა 1-2 თვე;
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ასაკი. ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.