მილგამა პროტექტი ვიტამინის შემცველი პრეპარატია. თერაპიული ჩვენებები: ამ მონოპრეპარატის გამოყენების ჩვენება არის მხოლოდ კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლის კორექცია ვერ ხერხდება კვებით.
კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს: არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვების (მაგ.: ბერი-ბერის დაავადება), ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერალური კვების, ნულოვანი დიეტის, ჰემოდიალიზის, მალაბსორბციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის (ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი საჭიროების (როგორიცაა, ორსულობა და ლაქტაცია), შაქრიანი დიაბეტის დროს.
B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიების და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მკურნალობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება: ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობის დროს ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ორსულობის დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.2 მგ-ს მე-2 ტრიმესტრში და 1.3 მგ-ს - მე-3 ტრიმესტრში. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ძუძუთი კვების დროს ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მხოლოდ B1 ვიტამინის დადასტურებული დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ძუძუთი კვების დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.3 მგ-ს. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. B1 ვიტამინი გამოიყოფა დედის რძეში.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხლ დღეში.
მიღების მეთოდი: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მცირეოდენი სითხის მიყოლებით.
მიღების ხანგრძლივობა: ნეიროპათიების სამკურნალოდ მილგამა პროტექტის მიღება თავდაპირველად უნდა მოხდეს არაუმცირეს 3 კვირის განმავლობაში. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თერაპიული პასუხის მიხედვით. მილგამა პროტექტის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიულ პასუხზე. თუ ოთხი კვირის შემდეგ ეფექტი არ აღინიშნება ან ძალიან სუსტია, ჩივილების მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა პროტექტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ინახება ორიგინალური შეფუთვით.