ჩვენება: კალზიდანი K2 შეიცავს კალციუმისა და D ვიტამინის კომპლექსს, რომელიც ინარჩუნებს კბილების, ძვლებისა და კუნთების ნორმალურ მდგომარეობას. D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, ეხმარება სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას. K ვიტამინი უნარჩუნებს ძვლებს სიჯანსაღეს.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია-ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გამოყენების წესი: რეკომენდებულია დღეში ერთხელ 1 კაფსულის მიღება შიგნით. დოზის გაზრდა შეიძლება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით. კალზიდანი K2-ს დანიშვნა შეიძლება ჩვილებში 6 თვის ასაკიდან. შეიძლება კაფსულის გახსნა და თბილ რბილ (ფაფისებურ) საკვებში ან სასმელში შერევა.
გაფრთხილება: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება; რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება; ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას!
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.