ევინოლი კაფსულა 400სე #30

ევინოლი კაფსულა 400სე #30

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ვიტამინი E - 294,12 მგ (400 ს.ე.). დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი - 175.88 მგ. გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები.

ჩვენებები: ვიტამინი E-ს ნაკლებობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თვითნებითი აბორტის საშიშროება, სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცებში, ალიმენტარული ანემია, კუნთოვანი დისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგია - ენდარტერიტი, რეინოს სინდრომი, ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, სებორეა, კანის ატროფიული ცვლილებები, ფოტოდერმატოზები, ფსორიაზი, ტროფიკული წყლულები, ცხიმოვანი ჰეპატოზი.

დოზირება და მიღების წესი: 400 ს.ე. დღეში ან ინდივიდუალურად დაავადებიდან გამომდინარე. მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უშვილობა: 400 ს.ე. დღეგამოშვებით, 5 დღე ციკლის მე-17-ე დღიდან. ალიმენტარული ანემია: 400 ს.ე. დღეში, 10 დღე. ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე თვე. პირველადი კუნთოვანი დისტროფიები: 2 000 ს.ე.-მდე დღეში, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისას 400 ს.ე. დღეში. მკურნალობის კურსი 30-60 დღე. რევმატიული დაავადებები: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე კვირა. ანტიოქსიდანტური თერაპია: 400 ს.ე. 1-2-ჯერ დღეში. ინიშნება 12 წლის ასაკიდან. კაფსულა მიიღება დაუღეჭავად, მცირე ოდენობით წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი აიტანება კარგად. შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, მოთენთილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში K ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული სისხლის შედედების დარღვევები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 რბილი კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვეფა ილაჩი, სტამბოლი, თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს. „ევროფარმა ჯორჯია“, თბილისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ალფატოკოფეროლი
დოზა
400სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი