დეავიტ ნეო წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1
დეავიტ ნეო წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

დეავიტ ნეო წვეთები ორალური 20000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი). ხსნარის 1 მილილიტრი (40 წვეთი) შეიცავს ქოლეკალციფეროლის 0,5მგ, რომელიც D3 ვიტამინის 20 0000 IU ექვივალენტია. ხსნარის 1 წვეთი შეიცავს კოლეკალციფეროლის 12.5 მიკროგრამს, რომელიც D3 ვიტამინის 500 IU ექვივალენტია. ხსნარის სხვა ინგრედიენტები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

ჩვენებები: გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (ძვლების დარბილება ან დასუსტება, რაც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით) ბავშვებში და ზრდასრულებში; რაქიტის პროფილაქტიკა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში; D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა (მათ შორის რაქიტი და ოსტეომალაცია) ბავშვებში და ზრდასრულებში; D ვიტამინის უკმარისობის მკურნალობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მათ შორის პაციენტებში ჭარბი წონით, მალაბსორბციის სინდომით, ისეთი პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ვიტამინ D მეტაბოლიზმზე); როგორც ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დამატება (დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის სიმკვრივის შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს ძვლების თანდათანობით დასუსტებას და ძვლების მოტეხილობის რისკს) D ვიტამინის უკმარისობის ან D ვიტამინის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენება: ალერგია ქოლეკალციფეროლზე ან სამკურნალო პრეპარატის სხვა ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნაწილების მიმართ; თუ პაციენტს აქვს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის შემცველობის ძალზედ მაღალი დონე); თუ აქვს ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის შემცველობის ძალზედ მაღალი დონე); თუ აქვს ჰიპერვიტამინოზი D (სისხლში D ვიტამინის ძალზედ მაღალი დონე); თუ აქვს თირკმელების მწვავე დაზიანება (თირკმელების მწვავე უკმარისობა).

რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა ბავშვებში და ზრდასრულებში: ახალშობილები: 1 წვეთი (D3 ვიტამინის 500 IU) დღეში. ჩვილი ბავშვები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები და ზრდასრულები 1 წვეთი (D3 ვიტამინის 500 IU) დღეში.
რაქიტისა პროფილაქტიკა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში: ნაადრევად დაბადებული ჩვილი ბავშვები: 1 წვეთი (D3 ვიტამინის 500 IU) დღეში.
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა (მათ შორის რაქიტი და ოსტეომალაცია) ბავშვებში და ზრდასრულებში სისხლში D ვიტამინის დაბალი დონოთ (<20ნგ-მლ)
პედიატრიული პოპულაცია: 1 თვემდე ჩვილი ბავშვები–2 წვეთი (D3 ვიტამინის 1000 IU) დღეში.
ჩვილი ბავშვები და მცირწლოვანი ბავშვები 1 დან 12 თვემდე–2-6 წვეთი (D3 ვიტამინის 1000-3000 IU) დღეში. ბავშვები და მოზარდები 1-დან 18 წლამდე–6-10 წვეთი (D3 ვიტამინის 3000-5000 IU) დღეში. ზრდასრულები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები: 14-20 წვეთი (D3 ვიტამინის 7000-10000 IU).

მკრუნალობის ხანგრძლივობა ბავშვებში და მოზარდებში 0-დან 18 წლამდე შეადგენს 6 კვირას, სისხლში D ვიტამინის ადეკვატური დონის მიღწევამდე (მკურნალი ექიმი დანიშნავს სისხლის გამოკვლევას). მკურნალობა გრძელდება შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს დღეში 200 1000 IU. მკურნალობის ხანგრძლივობა ზრდასრულებში–6 კვირა, სისხლში D ვიტამინის ადეკვატური დონის მიღწევამდე (მკურნალი ექიმი დანიშნავს სისხლის გამოკვლევას). შემანარჩუნებელი მკურნალობა გრძელდება დღეში 1500-2000 IU დოზით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
20000სე/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი