პროდუქტის შესახებ
გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში: სამწვერა ნერვის ნევრალგია , სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი , რეტრობულბარული ნევრიტი , განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ).
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბეტრიმინი
წამლის ფორმა:
სიროფი
ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის
შემადგენლობა
სიროფის 5 მლ შეიცავს :
აქტიური კომპონენტები:
თიამინის ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B1) - 10 მგ
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B6) -10 მგ
ციანკობალამინი ( ვიტამინი B12) - 0,1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმ ედეტატი, საინექციო წყალი
აღწერა
წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინიგამოყენების ჩვენებები
შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში :
სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ), ღამის კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით ხანდზმული ასაკის ჯგუფში, ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დაავადებებით ( ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბოიშიალგია, წელის სინდრომი, კისრის სინდრომი, მხარ - კისრის სინდრომი,
ფესვობრივი სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით ).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ამ დრომდე არ არის ცნობები არასასურველი მოვლენების შესახებ ორსულობის პერიოდში ვიტამინების B1, B 6 და B 12 რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას.
შეყვანის გზები და დოზები
სიროფი - 2-3 ჩაის კოვზი დღეში
საინექციო ხსნარი - მძიმე დაზიანებისას 1 ამპულა კუნთებში ( ღრმად ) ყოველდღიურად, შემდგომ უფრო იშვიათ ინექციებზე გადასვლით (2-3 ჯერ კვირაში ). ვიტამინ B 6- ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გრამია .
გვერდითი მოვლენები .
შესაძლოა ალერგიული მოვლენები, რომელიც უპირატესად მიმდინარეობს კანის გამოვლინების ფორმით.შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25ძC ტემპერატურისა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
117548
ჯენერიკი
თიამინი+პირიდოქსინი+ციანკობალამინი