აზავიტი კაფსულა
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
- ლუთეინი 6 მგ
- ზეაქსანტინი 1 მგ
- მოცვის ექსტრაქტი 100 მგ
- ეუფრაზიის ექსტრაქტი 100 მგ
- გინკგო ბილობა 100 მგ
- ტაურინი 80 მგ
- ვიტამინი А 400 ს.ე.
- ვიტამინი Е 3.6 მგ
- ვიტამინი В1 1,5 მგ
- ვიტამინი В2 3მგ
- ვიტამინი B6 2 მგ
- ვიტამინი С 60 მგ
- ნიაცინი 4.8 მგ
- თუთიის ოქსიდი 3 მგ
- ქრომი 50 მკგ
- სელენი 25 მკგ
გამოყენების ჩვენებები:
აზავიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპიისათვის:
- თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად (ასთენოპიური სინდრომი, „მხედველობის გადაძაბვის“ სინდრომი)
- ჰემერალოპია (ადაპტაციის მექანიზმების გაუარესება ცუდი განათების პირობების მიმართ ან სიბნელესადმი)
- აღდგენითი პერიოდი თვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ
- ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია (ქორიორეტინალური დისტროფია)
- პირველადი გლაუკომა
- კატარაქტის პროფილაქტიკა
- ბადურის ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები
- მიოპია, აკომოდაციის დარღვევა, „თვალის გადაღლის“ სინდრომი, ბადურის ანთებითი პროცესები
- რეტინოპათიის პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებში
- მოხუცებულობითი კატარაქტის, სენილური მაკულოდისტროფიის, ბადურის სხვა დაავადებების პროფილაქტიკა
- ქსეროფთალმია
- კერატომალაცია
- კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა
დოზირება:
მოზრდილებში და 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის განზავება მცირე რაოდენობის სითხეში, კოვზზე. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს. მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
- ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ
- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.
მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან ერთად აზავიტის მიღება ჰიპერდოზირების განვითარების საშიშროების გამო.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფის შიდა მხარეზე.