ალპიკოლის სიროფი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას სეზონური გაცივების დროს, მათ შორის ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ.
დიდგულას ნაყოფის ექსტრაქტი (Sambucus nigra), რომელიც სტანდარტიზებულია 10%-მდე პოლიფენოლური ნაერთებით; Yestimun საფუარა სოკოსგან (Saccharomyces cerevisiae) ბეტა-გლუკანი - საფუარა სოკო Saccharomyces cerevisiae-ს ექსტრაქტი, რომელიც 1,3/1,6 D ბეტა-გლუკანის 85%-მდე არის სტანდარტიზებული; აფრიკული პელარგონიის ფესვის ექსტრაქტი (Pelargonium sidoides); ჟოლოს ფხვნილი (0.13%); ჟოლოს ნატურალური არომატიზატორი; შაქრის ინვერტული სიროფი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა.
ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას სეზონური გაცივების დროს, მათ შორის ბავშვებში, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. მას აქვს ზოგადი გამაჯანსაღებელი თვისებები. ალპიკოლი განსაკუთრებით რეკომენდებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ორგანიზმის ბუნებრივი რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში.
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15 მლ ერთხელ დღე-ღამეში.
იზომება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქის მეშვეობით.
გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეანჯღრიოთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება კვების სრულფასოვანი რაციონის ჩასანაცვლებლად. შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა, ეს არ იმოქმედებს პროდუქტის ხარისხზე.
გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
3 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულობა და ძუძუთი კვება, პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის დაცულ ადგილას. ფლაკონის გახნის შემდეგ ინახება მაცივარში არა უმეტეს 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.