საკვები დანამატი.
საკვები დანამატი.
Dr. ADSmart Vitamin D3 2000 შეიცავს D ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს ძვლების ნორმალური მდგომარეობის, კუნთების და კბილების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვა-ათვისებას და სისხლში კალციუმის დონის ნორმალიზებას.
ინგრედიენტები:
Vitamin D3 - 50 µg (1 კაფსულა);1000% (NRV*);2000 IU(IU**)
*NRV - საკვები ნივთიერებების ეტალონური მნიშვნელობა/ **IU - საერთაშორისო ერთეულები
შემადგენლობა:ინულინი (ბოჭკოვანი), ჟელატინი (კაფსულის გარსი), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (შეწებების საწინააღმდეგო საშუალება), რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები (კაფსულის გარსის ფერი).
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს (GMOs), ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
ჩვენებები:
• ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
• კალციუმის ნორმალური შეწოვის ხელშეწყობისთვის.
• ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარების ხელშეწყობისთვის.
• იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.
• D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობის პრევენციისთვის.
ორსულობა-ლაქტაცია: დასაშვებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება - ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
უკუჩვენება: პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).
სიფრთხილე: არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად.
მიღების წესი: რეკომენდებული საპროფილაქტიკო დოზა - 1 კაფსულა დღეში. სამკურნალო დოზა დამოკიდებულია ვიტამინი D3-ის დეფიციტის დონეზე და დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. გამოყენების ხანგრძლივობა - 3 თვე; მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
შენახვის წესი: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა შეფუთვაში.
საერთაშორისო დისტრიბუტორი და რეგისტრაციის მფლობელი:
SIA Lotos Pharma, Vienotais Reg. ლატვია. Nr. 40103638962 Tel.: +37126002554. E-mail: office@lotos-pharma.com www.lotos-pharma.com
წარმოების ადგილი: ლატვია, ევროკავშირი.
დამზადებულია Lotos Pharma GMP (Good Manufacturing Practice) ხარისხის სისტემის შესაბამისად.
დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“.
მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. #50 ტელეფონი: +995 592 72 00 20 E-mail: info@larifan.ge