ტეტესეპტი გაციების საწინააღმდეგო კაფსულა 500მგ #40
გერმანია
ტეტესეპტ ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
GEL
in stock
new
9.77₾
13.95₾
-30.0%
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ბეგქონდარას ფხვნილი 500.0 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, გამოხდილი წყალი, საღებავები (E104, E132, E171).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული პრეპარატი. ჩვენებები: გაციების დროს სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობა, მწვავე ბრონქიტის სიმპტომები.
დოზირება და მიღების წესი: გამოიყენება ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველთვის ამ ინსტრუქციაში არსებული ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებში მიიღება 2 მყარი კაფსულა 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში 6 წლიდან მიიღება 2 მყარი კაფსულა 3-4-ჯერ დღეში. უნდა მოხდეს საკმარისი ოდენობით სითხის მიყოლება.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, აღარ უნდა მოხდეს ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღება.
უკუჩვენებები: თუ პაციენტი ალერგიულია ბეგქონდარას ან ტუჩოსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს. აქამდე უცნობია რაიმე სახის ურთიერთქმედება.
განსაკუთრებული მითითებები: ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტს დაავიწყდა ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღება, არ უნდა მოხდეს დავიწყებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: აქამდე უცნობია ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულებით მოწამვლის შემთხვევები. თუ დოზა ძალიან დიდია, შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების ინტენსივობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება. უკანასკნელი გადაწყვეტს საჭირო ღონისძიებების გატარების საკითხს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შიგნით მისაღები კაფსულები. ორიგინალი შეფუთვა მოწოდებულია #40 მყარი კაფსულით.
შენახვის პირობები: ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.