სიროფსედალი სიროფი 125მლ ფლაკონი #1

სიროფსედალი სიროფი 125მლ ფლაკონი #1

საფრანგეთი

ლაბ. ელერტე
პროდუქტის შესახებ
სიროფსედალი

შემადგენლობა:

ქსილიტოლი, გლიცერინი, თაფლი, თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, ქსანტანის რეზინა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი, კარამელის არომატიზატორი.

ჩვენებები:

სიროფსედალი არის სამედიცინო დანიშნულების საგანი, რომელიც ნაჩვენებია მშრალი და პროდუქტიული ხველის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.

წინააღმდეგჩვენებები:

არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ან ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.

სიროფსედალის გამოყენების წესი:

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი, გამოიყენეთ მზომი კოვზი.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე: 5 მლ (1 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
ბავშვები 6 წლის ზემოთ და მოზრდილები: 10 მლ ( 2 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
კარგად გარეცხეთ მზომი კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ. კარგად დაახურეთ თავსახური ბოთლს ყოველი მოხმარების შემდეგ.

სიროფსედალის სამკურნალო თვისებები:
სიროფსედალი არის მზა სიროფი, რომელიც მოქმედებს მექანიკურად ზემო სასუნთქ გზებზე:
- იცავს ყელს: სიროფსედალის შემადგენელი კომპონენტები წარმოქმნის დამცავ ბარიერს ლორწოვან გარსზე და იცავს ლოწოვანს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან.
- ამშვიდებს ხველას: დამცავი ბარიერი ამცირებს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის ანთებას და შესაბამისად ამშვიდებს ხველას.
- ხელს უწყობს ლორწოს ფიზიოლოგიურ ამოხველებას: სასუნთქი გზების ლორწოვანზე წყლის შეკავებით, სიროფის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ლორწოვანის უკეთ დატენიანებას, ათხიერებს წებოვან ნახველს და
აიოლებს ამოხველებას.

შენახვის პირობები:
- არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ და გრილ ადგილას
- შეინახეთ გახსნიდან 1 თვის განმავლობაში
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ელერტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
თაფლი+ბალბა+თამარინდი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
125მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი