პროსპანი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
პროსპანი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

პროსპანი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

გერმანია

ენგელჰარდი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - HEDERAE FOLIUM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამოსახველებელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 20 მლ საწვეთურთან კომპლექტში
1 მლ
ჰედერა ფოლიუმი ......... 20 მგ

ჩვენებები:
სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები , წებოვანი ძნელად ამოსახველებელი ნახველით:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდებები, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ფილტვების ტუბერკულოზი, გრიპი, მუკოვისციდოზი და სხვა.
სველი ხველის მკურნალობა;
მშრალი ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 1–დან 3 წლამდე 10 წვეთი 3–5–ჯერ დღეში.
ბავშვებში 4–დან 7 წლამდე 15 წვეთი 3–5–ჯერ დღეში. მოზარდებში და სკოლის ასაკი ბავშვებში 20 წვეთი 3–5–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა .

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის უკუნაჩვენები.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა.

მითითებები:
პრეპარატი პროსპანის მიღება არ არია რეკომენდებული ხველის რეფლექსის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად, ისეთი როგორიცაა კოდელაკი, ტერპინკოდი, სინეკოდი, სტოპტუსინი და ლიბექსინი, რომელებიც გამიყენება მშრალი ხველისას. მათი ერთდროული გამოყენებისას იქმნება ტრაქეობრონქიალურ ხეში ნახველის შეგუბების საშიშროება, რაც ინფექციის გამომწვევების გასამრავლებლ პირობას ქმნის, შედეგად ანთებითი პროცესი ძლიერდება და ზიანდება ბრონქიალური ხის კედლები.
კომბინირებული მიღება შეიძლება მხოლოდ ამ პრეპარატების მონაცვლეობითი მიღებით: ამოსახველებელი პრეპარატები (ბრომჰექსინი, მუკალტინი და სხვა) მიიღება დილით, შემდეგ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები მიიღბა ერთჯერადად ღამით (ღამის საათებში შედარებით სრულყოფილი დასვენებისთვის).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ენგელჰარდი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
სუროს ფოთლების ექსტრაქტი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი